სიახლეები
სიახლეები

ხელოვნების მუზეუმში ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
10-10-2016
-
+


საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 140-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილი ბოლო წლებშია შექმნილი. მათი უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინა. 

ლალი ზამბახიძე წარმატებული ქართველი მხატვარია. ის 1966-67 წლებში გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული რედაქტორი, ხოლო 1967-90 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ ილუსტრატორი იყო. 1967 წლიდან დღემდე ლალი ზამბახიძე თბილისის სამხტვრო აკადემიის პროფესორია.

ლალი ზამბახიძის შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერსა და ფორმას. მისი ნამუშევრები ლაკონურია, თუმცა ემოციურად დატვირთული. არტისტი მუშაობს აკვარელის, აკრილის, ოფორტის, მონოტიპიის და სხვა შერეულ ტექნიკებში.  

მიუხედავად შემოქმედებითი მრავალფეროვნებისა, მხატვარი თავისი თვითმყოფადი რომანტიული სტილის ერთგული რჩება. 

გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით. 

გამოფენა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება