მორიელს მატერიალური სარგებელი და კარიერულ წინსვლა, ტყუპებს კი დაძაბულობა ექნებათ - ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე იღბლიანი?
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 30 დეკემბერს დაძაბულობა მატულობს და მშვიდად გაიარეთ ეს დღე. 4 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი იქნება დაძაბული, ამიტომ მანამდე დარჩენილი დღეები უნდა გამოიყენოთ. ეს კვირა შედარებით მშვიდია, ყველა ზოდიაქოს ნიშანს მეტნაკლებად სასიკეთო ტენდენციები აქვს.
თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:ვერძი: კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო დრო გაქვთ, პროფესიულად და კარიერულად წინ წახვალთ, შეიძლება ახალი სამსახურის ან თანამდებობის შესაძლებლობა გამოჩნდეს.
კურო: თქვენთვის 2-წლიანი წარმატების ფუნდამენტის ჩადების დროა, ძალიან კარგი პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წინა პლანზე წამოწიეთ.
ტყუპები: ყურადღება გმართებთ, სულსწრაფი ნუ იქნებით, შეიძლება შეცდომები დაუშვათ ან კონფლიქტი მოგივიდეთ ხელმძღვანელებთან, ამან შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.
კირჩხიბი: კარგი პერიოდი გაქვთ, შესაძლებლობები ყველა სფეროში დადებითია. თქვენი შარმი, მიზიდულობა მაღალია. გამოიყენეთ ეს დრო.
ლომი: რა ტემპიც გაქვთ აღებული, არ შეაჩეროთ, ქარიზმა მაღალი გაქვთ, შეიძლება ბიზნეს სფეროში წარმატება გქონდეთ, ურთიერთობებს ხელმძღვანელებთანაც დაალაგებთ.
ქალწული: კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი იმატებს, ფსიქო-ემოციურად მდგრადი ხდებით. წარმატების შესაძლებლობა გაქვთ, როგორც სახლში, ისე სამსახურში. სასიყვარულო ურთიერთობებისა და შვილების ურთიერთგაგებისთვის კარგი დროა.
სასწორი: საინტერესო პერიოდი გაქვთ, შეიძლება ახლობლებთან დასჭირდეს მეტი ძალისხმევა, მათ შეიძლება შეექმნათ პრობლემები და თქვენი დახმარება იყოს საჭირო, მაგრამ თქვენი საქმეებიც უნდა მოაგვაროთ და სხვებსაც დაეხმაროთ. თქვენი პოპულარობა ამით გაიზრდება.
მორიელი: კარგი კვირა გაქვთ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა გაქვთ. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც ახალი წლიდან გამოიყენებთ.
მშვილდოსანი: კონტაქტები, შეხვედრები, შემოქმედებითი პროექტები - ყველაფერს მიხედეთ ამ კვირაში, შესაძლებლობები კარგი გაქვთ. წარმატების შანსი მაღალია, ეს კვირა გაიარეთ აქტიურად.
თხის რქა: საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ყველაზე ქარიზმატული, ენერგიული, იღბლიანი ხართ. ყველაფერი გამოდგით, პროფესიული და პირადი კუთხით, ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მაღალი ალბათობა გაქვთ.
მერწყული: შეამცირეთ აქტიურობა, ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ ან ძველი საქმეები დაასრულეთ. შეიძლება ახლობლების დახმარება დაგჭირდეთ, თუმცა მთლიანობაში ეცადეთ ნუ გადაიღლებით.
თევზები: საკმაოდ წარმატებული ხართ, ინტუიცია მზარდი გაქვთ. ქარიზმატული და მიმზიდველი ხდებით. პროფესიული კუთხით კარგი დროა, შეძლებთ წარმატების მიღწევას.