მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის საჯარო სკოლის დირექციამ 2020 წელი შეაჯამა. პედაგოგებისთვის ეს წელი წარმატებული და აქტიური იყო. მიუხედავად დისტანციური სწავლების გამოწვევებისა, ისინი საინტერესო გაკვეთილებს უტარებდნენ ბავშვებს, ასევე იმაღლებდნენ სტატუსს.
დირექციამ მთელ საქართველოს, სკოლის თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობლებს მიულოცა დამდეგი ახალი წელი.
„მიუხედავად დაძაბული, უჩვეულო და პანდემიური სასწავლო წლისა, შეიძლება თამამად ითქვას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა წარმატებით ახორციელებს ონლაინ-სწავლებას.
საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დადგა თითოეული სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე და მათი მშობელი, თუმცა დიდი ძალისხმევისა და უდიდესი შრომის ხარჯზე მოხერხდა საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ-დისტანციურ ფორმატში გადასვლა.
ძიმითის საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სკოლაში სიახლეების დანერგვა. მასწავლებლები მუდმივად გადიან სიახლეებთან დაკავშირებულ ონლაინ ტრენინგ-კურსებს. წარმატებით მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელი“ სკოლაში, რაც თავისთავად აისახება თითოეული მოსწავლის წინსვლასა და წარმატებაზე.
მუდმივად მიმდინარეობს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. სკოლაში თითქმის ყველა მასწავლებელი არის „უფროსი“. გვყავს რამდენიმე „წამყვანი“ მასწავლებელი, მათ შორის ერთ-ერთმა, ახლახან, ონლაინ დაკვირვების საფუძველზე მიიღო „წამყვანის“ სტატუსი.
სკოლაში მაძიებლობის პროგრამაში ჩართულმა მასწავლებელმა უმაღლესი ქულებით დაადასტურა კომპეტენცია და ჩართულია სქემაში.
ძიმითის საჯარო სკოლა ყოველთვის მონაწილეობს საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებში, რაც შემდგომ წარმატებით აისახება თითოეული მოსწავლის წინსვლასა და განვითარებაზე.
ვისარგებლებთ შემთხვევით და დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავთ მთელ საქართველოს, ჩვენი სკოლის თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. მშვიდობის, ჯანმრთელობის, წინსვლისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს დამდეგი ახალი წელი“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება