მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველი კლასის დამრიგებელი ლემა ბერაძე დამდეგ 2021 წელს ულოცავს თავის მოსწავლეებსა და კოლეგებს და მათ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და საკლასო ოთახებში დაბრუნებას უსურვებს. სასწავლო სემესტრის დახურვას კი საახალწლო ონლაინ ღონისძიებას გეგმავს.
„დაგეგმილი გვაქვს საახალწლო ღონისძიება ონლაინ რეჟიმში მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად. გვექნება მუსიკალური ნომრები და სხვადასხვა აქტივობები, ვნახოთ რა გამოგვივა.
მინდა ახალი 2021 წელს ჩემს მოსწავლეებს და კოლეგებს ვუსურვო, მშვიდობა და ჯანმრთელობა. ვუსურვებდი დავბრუნებოდით ჩვენს საკლასო ოთახებს და კვლავ ხელჩაკიდებული გვევლოს დასვენებებზე ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“, - გვითხრა ბერაძემ.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, გაოცებულია იმ შედეგით რომელსაც მან პირველ კლასელებთან მიაღწია, რომ ონლაინ სწავლების პირობებში შეძლო მათთვის წერა-კითხვა ესწავლებინა.
„საოცრად კარგი მოსწავლეები მყავს, პირველი კლასის დამრიგებელი ვარ და გაგიკვირდებათ რამდენი რამ ისწავლეს ონლაინ რეჟიმში. რამდენს მიაღწიეს ერთ სემესტრში ასე დისტანციურად. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე შეიძლება პირველი კლასის მოსწავლეებისთვის დისტანციურად მესწავლებინა წერა და კითხვა. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ახლა ნამდვილად საოცარი შედეგი გვაქვს და ძალიან ვამაყობ მათი მიღწევებით. ძალიან მონდომებული მოსწავლეები არიან და ძალიან აქცევენ ყურადღებას ჩემს შენიშვნებს და რჩევებს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იმ შედეგს მივაღწევდი რომელიც ახლა გვაქვს“, - აცხადებს ლემა ბერაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება