მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 დეკემბერს, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში კვირეულის - „არა ძალადობას, ძალა უფლებას“ შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა.
ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული, მე-9 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ეშა თაკალანძემ და დირექტორის მოადგილე ნატო ესართიამ ჩაატარეს.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს ძალადობის თემაზე მიაწოდეს ინფორმაცია, მოსწავლეებმა გაამზადეს გაზეთები -„ხელი ხელს ჩავჭიდოთ“ (ანი ღულათავა) და „უარი თქვი ძალადობაზე“ (ანრი შამათავა).
მოსწავლეებს გადაუნაწილდათ თემები- ფიზიკურ ძალადობაზე- თედო თოლორაიას, კიბერ ბულინგზე- ანი ღულათავას, ფსიქოლოგიურ ბულინგზე - თიკო საბულუას, რჩევები მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს- ნანა თოდუას. ვიდეო ფილმები ბულინგის თემაზე მოიძიეს გიორგი და დიმიტრი ვართაგავებმა.
ძალადობაზე ნახატები წარმოადგინეს მე-6 კლასის მოსწავლე ნუციკო შამათავამ და მე-5 კლასის მოსწავლე თაზო საბულუამ.
„კვირეულის დასკვნითი ნაწილი იყო ძალიან საინტერესო, რადგან გამოყენებული იქნა ვიდეო ფილმი „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“ დარბაზში მყოფმა მოსწავლეებმა ამ ვიდეოს გარშემო და მათი პრაქტიკული ცხოვრებიდან თვითონ გამოთქვეს მოსაზრებები. კვირეული დასრულდა სიმღერით - „არა ძალადობას“. მადლობა ვუხდით თითოეულ მონაწილეს ასე საინტერესოდ ინფორმაციის მოწოდებისთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება