მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა დირექტორსა და პედაგოგებს სამადლობელო წერილი მისწერეს. IIბ კლასის მშობლები მადლიერებას გამოხატავენ მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის მიმართ.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის IIბ კლასის მშობლები მადლობას უხდიან ამავე სკოლის დირექტორს ბატონ ტარიელ მიქელაძეს, კლასის ხელმძღვანელ დალი ტეტემაძეს, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, არ გაუცდენია ერთი წუთიც, რომ ნაყოფიერი არ ყოფილიყო მოსწავლეთა მიღწევები ყველა სფეროში. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ izrune.ge-ზე, სადაც ბევრმა გამოავლინა საუკეთესო უნარები. მიიღეს მონაწილეობა მწიგნობარის კონკურსში და ფინალშიც გაიმარჯვა რამდენიმე მოსწავლემ, ასრულებდნენ სისტემატიურად tv.school-ის ტეტსებს და თანაც წარმატებით. მასწავლებელმა წიგნის სიყვარულის მიზნით ჩამოაყალიბა „ნორჩ მკითხველთა წრე“, სადაც ხდება ყოველკვირეულად წაკითხული წიგნის პრეზენტაცია.
დალი მასწავლებელმა ყველა ბავშვი მიღწევების მიხედვით დააჯილდოვა სიგელებით, რაც წამახალისებელი და სტიმულის მომცემია როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მშობლებისთვისაც. მიუხედავად სირთულეებისა, მოსწავლეების სურვილით ჩაატარეს ონლაინ საახალწლო ღონისძიება - „ისევ აღტაცება, ისევ ჟრიამული, ისევ აღმართ-აღმართ სიარული“ . მადლობას ვუხდით სპორტის მასწავლებელ ნანი კირკიტაძეს, ინგლისურის მასწავლებელ ლელა თურმანიძეს.
მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს, ტელესკოლას. რომ არა მზრუნველი დირექტორი და პედაგოგები ჩვენი შვილების მომავალი ნამდვილად წარუმატებელი იქნება. მადლობას გიხდით თავდაუზოგავად რომ შრომობთ, მუდამ სიახლეების ძიებაში ხართ, ზრუნავთ ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და იმ სირთულეებისა, რაც ბავშვებს შეხვდათ მაინც აქტიურად არიან ჩართული და ეს საამაყო სკოლის დამსახურებაა გისურვებთ წარმატებებს“,-წერია წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება