სიახლეები
სკოლები

„იმედიანი ახალი წელი!“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია
29-12-2020
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ხელოვნების მასწავლებელმა ნანა ჩირგაძემ საინტერესო აქტივობები შესთავაზა ბავშვებს.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად  კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეებთან ერთად მორთეს და მოხატეს ოთახები ნაძვის ხისა და თოვლის ბაბუის აპლიკაციებით, ფერადი ფიფქებით. დიდი ინტერესი, ფანტაზია და მოტივაცია ჩანდა მათ ნამუშევრებში. საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით მორთულ საკლასო ოთახებში ბავშვები თოვლის ბაბუას ლექსებით, სიმღერებით, ორიგინალური ნომრებით შეხვდნენ.

„2020 წელს ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თებერვალში სკოლაში გაჩენილი ხანძარი და სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ნაღვლიანი თვალები, მალე პანდემიაც, მაგრამ ერთიანობის, საქმის სიყვარულისა და თანადგომის წყალობით შევძელით შეუფერხებლად წარგვემართა სასწავლო პროცესი, რამაც ოპტიმისტური განწყობა შეგვინარჩუნა.

დაე, ეს წელი იყოს ყველასათვის ჯანმრთელობის, წინსვლის, წარმატებების, სიყვარულისა და ოცნებების ახდენის წელი. ჩვენი პატარები იმედიანი თვალით შეჰყურებენ მომავალს. მათ სწამთ, რომ 2021 წელი ოცნებების ახდენის წელი იქნება. ყველას ნატვრა კი ერთია-საკუთარ სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება