სიახლეები
საინტერესო , რჩევები

ჩურჩხელის არჩევის ოქროს წესები: რა უნდა იცოდეთ, რომ საახალწლო ნუგბარის შეძენისას არ მოტყუვდეთ
29-12-2020
-
+


მალე ახალი წელი შემოაბიჯებს და ჩვენც ახალი იმედებით დავიწყებთ ცხოვრებას. თუმცა იქამდე აუცილებელია, 31 დეკემბერს სიხარულით შევეგებოთ დამდეგს და საახალწლოდ სუფრად გავაწყოთ, ოჯახის წევრებისა და სტუმრების გამასპინძელისთვის.

ქართულ საახალწლო სუფრაზე ერთ-ერთი აუცილებელი ნუგბარი კი ჩურჩხელაა. ალბათ, მის გარეშე არც ერთ ოჯახში არ ეწყობა საახალწლო მაგიდა. მნიშვნელოვანია სწორად ვიცოდეთ კარგი ჩურჩხელის არჩევა - სწორედ ამიტომ ჩვენ გამოსადეგ რჩევებს მოგცემთ:

ჩურჩხელის არჩევისას დააკვირდით მის სუნს. მას ყურძნისთვის დამახასიათებელი არამკვეთრი სუნი უნდ ჰქონდეს. მნიშვნელობა აქვს შეფერილობასაც. ნატურალური ბადაგით დამზადებულ ტკბილეულს თათარის ფერი უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს მკვეთრი.

გარდა, ამ გარეგნული მახასიათებლებისა, ხარისხიანი პროდუქტის შეძენაში მარტივი პრაქტიკული ხრიკებიც დაგეხარებათ: შეძენამდე ჩურჩხელას გაუსვით ხელსახოცი, ნატურალური პროდუქტი მასზე კვალს არ დატოვებს. ასევე შეამოწმეთ, ხომ არ არის ის წებოვანი, ამ შემთხვევაში ის შეიძლება ნატურალური იყოს, მაგრამ გამოსაშრობი იქნება. ასეთი ჩურჩხელა მალე დაობდება.

ჩურჩხელის შემადგენლობაში მნიშვნელოვანია ნიგვზის ხარისხი. რა თქმა უნდა, შეძენამდე მას არვინ გადაგატეხინებთ და ვერ შეძლებთ შეამოწმოთ, როგორ ნიგოზია შიგნით გამოყენებული, თუმცა ეს გარეგნული დათვალიერებითაც შეგიძლიათ ეს გაიგოთ: დააკვირდით ჩურჩხელის ფერს, თუ ადგილ-ადგილ მუქი შეფერილობა აქვს, დიდი ალბათობით, მასში უხარისხო, დაობებული თხილი ან ნიგოზია გამოყენებული. გაგიკვირდებათ და გარედან, ჩურჩხელაში ნიგოზის რაოდენობის დათვლაც კია შესაძლებელი. არჩევისას დააკვირდით და იმაზე შეაჩერეთ არჩევანი, რომელსაც ნიგვზის ლებნების ნაოჭი ეტყობა, ასე დაახლოებით ამოიცნობთ, რა რაოდენობის ნიგოზია გამოყნებული.

აქვე გასწავლით, ჩურჩხელის შენახვის წესსაც, რათა დიდხანს შენახვა შეძლოთ, თუ რა თქმა უნდა, ცდუნებას გაუძლებთ და სულ არ მიირთმევთ მართლაც, უგემრიელეს ტკბილეულს.

ჩურჩხელა დიდხანს რომ არ გამაგრდეს, უნდა გაახვიოთ ბამბის ქსოვილში, შემდეგ ცელოფანში და მშრალსა და გრილ ადგილას შეინახოთ. ახალი ჩურჩხელა რამდენჯერმე უნდა ამოიღოთ, გაანიავოთ და ისევ შევინახოთ. ამ გზით საყვარელ ნუგბარს დაობებისგან გადაარჩენთ.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, ახალ წელს გემრიელი, ხარისხიანი და სანდო ნუგბარით შეხვდეთ. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება