სიახლეები
სიახლეები

რატომ დაიმსახურეს მასწავლებლებმა 0 კრედიტი? ონლაინ გარე დაკვირვების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პედაგოგები შემოწმდნენ
03-01-2021
-
+


პედაგოგებს სტატუსის მოსაპოვებლად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება უწევთ. უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლებს სხვადასხვა აქტივობის გავლა ევალებათ. „პანდემიისგან დაზარალებულ“ მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსის ასამაღლებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი - გარე დაკვირვება ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა გაევლოთ, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სრულიად სხვა ვითარებაში, ონლაინ-რეჟიმში მოუწიათ გარე დაკვირვების გავლა.

დისტანციური სწავლების დროს ჩატარებული გაკვეთილი ბევრი მასწავლებლისთვის წარმატებული აღმოჩნდა, პედაგოგების ნაწილი კი დამკვირვებლების მიერ დაწერილმა დაბალმა შეფასებამ გაანაწყენა.

რატომ დაიმსახურეს მასწავლებლებმა დაბალი შეფასება? რის მიხედვით შემოწმდნენ პედაგოგები დისტანციური გაკვეთილის დროს?

ონლაინ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულა არის 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ პედაგოგი დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.

პირველი მიმართულება, რის მიხედვითაც პედაგოგი ფასდებოდა ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენებაა. მას უნდა წარმოეჩინა ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევები, კიბერჰიგიენის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ონლაინეთიკისა და მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების დაცვა.

მეორე მიმართულება იყო პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება, რაშიც მოიაზრება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ვირტუალური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირება, განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა, კულტურული, რელიგიური, ეროვნული და სხვ. მრავალფეროვნების აღიარება და მასთან დაკავშირებული აქტივობების წახალისება.

მასწავლებლები შეფასდნენ ასევე ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით, რაც გულისხმობს მოსწავლეთა მხრიდან ვირტუალურ სივრცეში ქცევის წესების ცოდნასა და მათ დაცვას, ვირტუალური სასწავლო გარემოსთვის შესაბამისი ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენებას, ონლაინპლატფორმის სპეციფიკის გათვალისწინებით მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფას საგაკვეთილო პროცესში, ონლაინგაკვეთილისათვის განკუთვნილი დროის რაციონალურად მართვას.

შეფასების კიდევ ერთი პუნქტია ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება: სამიზნე ცნების/ცნებების და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების შესაბამისი აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენება, მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინება,  დიფერენცირებული სწავლების ძირითადი პრინციპების დაცვა, მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარების ხელშემწყობი მიდგომების გამოყენება, მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარება და სწავლის ეფექტური სტრატეგიების დაუფლების ხელშეწყობა.

ასევე მოსწავლეთა ონლაინშეფასების ობიექტური, სანდო, გამჭვირვალე და ვალიდური სისტემის უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების სტიმულირებისა და მათში სწავლის მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი შეფასების გამოყენება.

შეფასებისას ყურადღება ექცეოდა სასწავლო რესურსების გამოყენებას - საჭირო იყო დისტანციური სწავლებისთვის რელევანტური და საგაკვეთილო მიზნის შესაბამისი სასწავლო რესურსების გამოყენება, ასევე მოსწავლეთა ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი რესურსების გამოყენება.

ონლაინკომუნიკაცია ერთ-ერთი იყო შეფასების კრიტერიუმებში და მოიაზრებდა ეფექტიან ვერბალურ, არავერბალურ და წერილობითი კომუნიკაციის გამოყენებას, უკუკავშირის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას, კრიტიკული შენიშვნების კორექტულად და ეფექტიანად მიწოდებას, ასევე ეფექტიანი ინსტრუქციების მიწოდებას.

ბოლოს კი პედაგოგს უნდა წარმოედგინა რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე, გაკვეთილისთვის დაგეგმილი აქტივობების, მეთოდების/სტრატეგიების მიზნობრიობის დასაბუთება მისაღწევ შედეგებთან მიმართებით; ჩატარებული გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობების და გამოყენებული მეთოდების/სტრატეგიების გაანალიზება და ობიექტურად შეფასება გაკვეთილის გეგმასთან და განზრახულ შედეგებთან მიმართებით; ჩატარებული გაკვეთილის კრიტიკულად შეფასება - მისი ძლიერი და ნაკლოვანი მხარეების/ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების გზების დასახვა.

მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა აღნიშნული მოთხოვნები მაღალი შეფასებით დააკმაყოფილა, ნაწილი კი სამწუხაროდ, სტატუსის ამაღლების გარეშე დარჩა.

ონლაინ გარე დაკვირვების შეფასების რუბრიკა უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება