მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ღირს დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ანტიპანდემიური რეგულაციები და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.
შესაბამისი მიმართვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
„ყველას გვინდა დღესასწაულებზე ახლობლებთან ერთად ვიყოთ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. COVID-19-ის გამო დღესასწაულები ისე არ წარიმართება როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ აღნიშვნას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
გებრეისუსის რჩევაა, აუცილებლობის გარეშე შობა-ახალ წელს არ ვიმოგზაუროთ. ის მოგვიწოდებს დღესასწაულები ოჯახთან ერთად აღვნიშნოთ და თავი ავარიდოთ სხვა ოჯახების წევრებთან შეხვედრებს.
„თუ მაინც შეხვდებით სხვა ოჯახების წარმომადგენლებს, ეს ქუჩაში გააკეთეთ, დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე“,-განაცხადა ჯანმო-ს გენდირექტორმა.
მისი თქმით, ასევე თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს და შეძლებისდაგვარად ონლაინ ვივაჭროთ.
გარდა ამისა, ჯანმო-ს გენდირექტორი ტრანსპორტით მგზავრობის დროს პირბადის, სოციალური დისტანციისა და ხელების დეზინფექციის მნიშვნელობას გვახსენებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება