მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N39 საჯარო სკოლის IV2 კლასის დამრიგებელმა მანანა ცერაძემ დისტანციურ რეჟიმში ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მწერალი გივი ჩიღვინაძე, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„მეტად კარგი ონლაინ შეხვედრა მქონდა თბილისის 39-ე სკოლის მეოთხეკლასელებთან (კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ცერაძე). ამ სკოლაში ადრეც ვყოფილვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, მშვენიერი ღონისძიებები ჩატარდა. ახლა კი გაოცებული დავრჩი, პატარებს არა მარტო ჩემი საბავშვო ნაწარმოებები წაუკითხავთ წიგნებში, არამედ ლირიკული ლექსებისა და მოთხრობებისთვისაც მიუგნიათ სოციალურ ქსელებში. მთავარი ისაა, რომ ნამდვილად ინტერესდებოდნენ ლექსითა თუ მოთხრობით, ჩანს, რომ უყვართ მხატვრული ლიტერტურა, რაც მათი მასწავლებლის, ქალბატონი მანანას, დამსახურებაა.
პატარებმა ჯერ ალილოს, ახალი წლისა და აგუნას რიტუალები წარმოადგინეს ჩემი წიგნიდან „მზე შინა და მზე გარეთა“, მერე „თოვლიანი ტყის ამბები“ წაიკითხეს და ამას უკვე ლირიკული ლექსები და ზამთრის თემაზე დაწერილი მოთხრობები მოაყოლეს. სიმღერის გარეშეც არ დარჩნენ, ჩემს ლექსზე დაწერილი და სხვა სიმღერებიც იმღერეს. აქ კი გაამართლა ონლაინ შეხვედრამ, რადგან მასში მშობლები და ოჯახის სხვა წევრებიც ჩაერთნენ და უფრო ხალისიანი გახადეს.
ბოლოს მე წავუკითხე რამდენიმე ახალი ლექსი, რითმოცანები და ვუპასუხე მათ მიერ დასმულ უამრავ კითხვას. მართალია, ახლა არა პირისპირ, არამედ ონლაინ შეხვედრები გვაქვს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, ინტერესით ერთვებიან ბავშვები და ხარობენ ავტორთან საუბრით.
ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ამ ძვირფას, ნიჭიერ და საოცარ პატარებს, მადლობა მათ მასწავლებელს ქალბატონ მანანას, მშობლებს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შეხვედრის მომზადებაში“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება