სიახლეები
საინტერესო

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად 2021 წლისთვის: არ გამოიყენოთ სიტყვები - „მინდა, რომ“...
31-12-2020
-
+


2020 არ იყო მარტივი წელი და ყველას ისე უნდა სწრაფად მასთან დამშვიდობება, რომ ოჯახებში ნაძვის ხეები თითქმის ორი თვით ადრე მორთეს... თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და 2021 - თეთრი მეტალის ხარის წელი თავის დროზე შემოაბიჯებს. ამ დროს კი საინტერესოა, როგორ ჩავიფიქროთ სურვილი ისე, რომ ახდეს, ამისთვის კი უცხოელი პარაფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

ხარი ცნობილია თავისი დამოუკიდებელი, ჯიუტი და თავისუფლებისმოყვარე ხასიათით, ამიტომ სურვილი, რომელსაც ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრებთ, უნდა იყოს მკაფიო და გასაგები:

წლის სიმბოლომ თქვენი სურვილი რომ აასრულოს, ის არ უნდა იწყებოდეს სიტყვებით: „მინდა, რომ“. ფორმულირებისას გამოიყენეთ „ვიცი“, „ვხედავ“. მაგალითად: „მე ვიცი რომ გაისად საკუთარი ავტომობილი მექნება“.

სურვილის ჩაფიქრებისას კატეგორიულად გამორიცხეთ ნაწილაკი „არ“ - მაგალითად, ვიცი, რომ მომავალ წელს მე არ მექნება ჯანმრთელობის პრობლემები.

სამწუხაროდ სამყაროში ნაწილაკი „არ“ აღქმული არ არის, სამაგიეროდ ფრაზა „ჯანმრთელობის პრობლემები“- მკაფიოდ ჟღერს და სურვილის ასე ფორმულირებამ შესაძლოა პრობლემები გააჩინოს. მნიშვნელოვანია სურვილის ფორმულირება პოზიტიური აზროვნების კუთხით, ისე, რომ იქ არ იყოს არანაირი ნეგატიური ფრაზა.

გაითვალისწინეთ, რომ ხარი კეთილგანწყობილია იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც იციან ფულის ყადრი - არა მხოლოდ ხარჯვა, არამედ გამომუშავებაც; ამიტომ, თუ თქვენი სურვილი დაკავშირებულია მატერიალურ კეთილდღეობასთან, არ დაგავიწყდეთ იმის ჩაფიქრებაც, როგორ აპირებთ თანხების დახარჯვას.

ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება კი ხარის წელში შემდეგი საშუალებითაა შესაძლებელი:

დადეთ კუპიურა ნაძვის ხის ქვეშ -  ასე შეძლებთ ფულის მოზიდვას ოჯახში;

ოჯახის წევრებს სიმბოლურად აჩუქეთ ფული, რათა არა მხოლოდ თქვენ, არამედ მათაც გაუმართლოს ფინანსების მხრივ;

იქიდან გამომდინარე, რომ სურვილის ჩაფიქრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ახალი წლის ღამეს, ამას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ - თეთრი მეტალის ხარი აუცილებლად დაგიფასებთ ძალისხმევას, თუ ამ რიტუალისთვის წინასწარ მოემზადებით და სურვილსაც წინასწარ დაწერთ ფურცელზე.

მართალია, არსებობს ტრადიცია, შემდეგ ამ ფურცლის დაწვის, თუმცა შეგიძლიათ ის ბუშტში მოათავსოთ და ფანჯრიდან გაუშვათ.

გახსოვდეთ, რომ წლის სიმბოლოს პასუხისმგებლიანი ადამიანები უყვარს და თქვენი სურვილებიც ასეთი უნდა იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სურვილებით უნდა შემოვიფარგლოთ, ახალი წლის ღამეს, ვიდრე საათი 12-ს ჩამოჰკრავს, შეგიძლიათ იოცნებოთ რომ მალე დასრულდეს პანდემია, საზღვრები გაიხსნას და ჩვენც, დედამიწელები, ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნდეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება