მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძე ბაღების ავტორიზაციის პერიოდის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ ინიციატივა წარადგინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშორებით, მას დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია.
ეკატერინე დგებუაძეს კითხვით განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმაც მიმართა და მინისტრის მოადგილეს ბაღების ავტორიზაციის თარიღის გადაწევის საჭიროებაზე მეტი დასაბუთება სთხოვა:
„გთხოვთ, რაკი გადავადებას ითხოვთ, ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება, რატომ უნდა დავუჭიროთ ჩვენ მხარი, იქნებ ცოტა დეტალურად მოგვიყვეთ რა გაკეთდა კონკრეტულად, ჩამონათვალის სახით, რომ ჩვენ გავიგოთ რა გაკეთდა. მე მთავრობისგან შორს მყოფი არ ვარ და გადავადებების პრაქტიკა კარგად ვიცი, როგორ იყო ხოლმე რაღაცეები, ამიტომ როცა რაღაცის გადავადებას ვითხოვთ, კარგი იქნება რომ დაასაბუთოთ რა გაკეთდა უკვე და რაში არ გეყოთ დრო.
ეს კი კავშირში არ არის, მაგრამ მაგალითის სახით მომყავს. მაგალითად, სამტრედიის სკოლა-პანსიონი, რომელიც თქვენი უწყების თემაა, 1 სექტემბერს გაგივიდათ დრო, რომ ეს რეფორმა დასრულებულიყო და დაწყებულიც არ არის მგონი. აი, საბჭოთა დროის გადმონაშთი რომ არის სამტრედიაში და იქ ბავშთა უფლებების დაცვის მხრივ არაფერი კარგი არ ხდება. ამაზე არ გისვამთ დღეს კითხვას, უბრალოდ, მაგალითი მომყავს. ჰაერში გამოკიდებული თარიღები ხომ ვერ იარსებებს მუდმივად, 4 წელი რა გაკეთდა და ეს ერთი წელი რის გასაკეთებლად გჭირდებათ“ - მიმართა წულუკიანმა დგებუაძეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა