სიახლეები
საინტერესო

როგორ „დავაგემოვნოთ“ ახალი წელი წონაში მატების გარეშე? - კალორიები პროდუქტებში, რომლებიც  საახალწლო სუფრაზეა?
31-12-2020
-
+


მოგვიახლოვდა ახალი წელი და თითოეულ ოჯახში ფუსფუსია. ქართული სადღესასწაულო სუფრა გემრიელი კერძებითა და მსუყე ნუგბარით არის ცნობილი. ახალი წელი ხომ წარმოუდგენელია გოზინაყის, ჩურჩხელის, ტკბილეულისა და საცივის გარეშე?! - ეს ყველაფერი კი ჩვენზე მომატებული კილოგრამების სახით აისახება.

რამდენი კალორიაა თითოეულ პროდუქტში, რომელიც საახალწლო სუფრაზე დევს? - გთავაზობთ კალორიების ცხრილს, რომელიც დაგეხმარებათ, დააბალანსოთ კვება და ზედმეტი კილოგრამები თავიდან აიცილოთ. თუ წონის მატება არ გსურთ, დღის მანძილზე მიღებული კალორიები არ უნდა აღემატებოდეს ქალბატონებში 1400, მამაკაცებში კი 2500-ს კალორიას.

მაშ ასე, 1 ცალი ახალი ამოვლებული ჩურჩხელა 400 კალორიას შეიცავს, გამომშრალი კი - 350-ს. 100გ გოზინაყი 650 კალორიაა, კრემიანი ნამცხვრები კი - 550-600 კკალ, 100გ ხილის ნამცხვარი - 324 კკალ, 100გ შოკოლადის კამფეტები - 500 კკალ, 100გ მარმელადი კი – 296 კკალ.

რაც შეეხება საახალწლო სუფრის დამამშვენებელ სადილებს - 1 ცალი ტოლმა 120 კკალ, 1 ნაჭერი ხაჭაპური კი 350 - კკალ შეიცავს.

უფრო დეტალურად გაეცანით ცხრილს, რომელშიც ენერგეტიკული ღირებულება მითითებულია 100 გრამ პროდუქტზე:

საცივი - 200
ბაჟე - 150 
ნიგვზიანი ისპანახი - 80
გრილში შემწვარი ქათამი - 150 
ტაფაზე შემწვარი ქათამი - 260 
ნიგვზიანი ბადრიჯანი - 150 
მჭადი - 150
ქათმის სალათა – 200
ოლივიე – 175
შუბა – 150
კრაბის ჩხირების სალათი – 217
სალათი ცეზარი – 250
ქაბაბი ძროხის – 200
კუპატი ძროხის – 220
კუპატი ღორის – 330
მწვადი ძროხის – 200
მწვადი ღორის – 330
ხორციანი ბლინები – 190
ხბოს ჩაქაფული  – 130
ჩაქაფული ბატკნის – 130
ხალადეცი ღორის -180
ხალადეცი ძროხის – 120

ნამცხვრები

ჩიტის რძე – 420
ნამცხვარი სნიკერსი – 490
ნაპოლეონი – 440
ჩიზქეიქი – 320
ტირამისუ – 280
ეკლერი – 440
„ტრუბოჩკა“ – 450
შუ მოხარშული კრემით – 420
ქიშმიშიანი კექსი – 385

უალკოჰოლო სასმელები

კოკა-კოლა – 42
კოკა-კოლა ლაითი – 0
პეპსი-კოლა – 42
ხილის გაზიანი სასმელები შაქრით – 41

ასევე გაეცანით ალკოჰოლური სასმელების ენერგეტიკულ ღირებულებას 100გ-ზე:

წითელი მშრალი ღვინო - 76
წითელი ღვინო - 85
წითელი ნახევრადტკბილი - 160
თეთრი ღვინო - 82 
ლიქიორი - 345
არაყი - 235 
კონიაკი - 239
შამპანური - 76 
ვისკი - 250

გემრიელად მიირთვით და მრავალ ახალ წელს, ბედნიერად შეხვედროდით!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება