მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა წინასაახალწლოდ კომპანია WWS Waserkraft-ისა და „ბერალი ჰესისგან“ ტექნიკით დასაჩუქრდა.
„არაჩვეულებრი წინასაახალწლო საჩუქრები (საერთო ჯამში 5000 ლარის ღირებულების) გადაეცა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლას კომპანია WWS Waserkraft-ისა და "ბერალი ჰესისგან“.
Dell/ დელის ფირმის ორი ლეპტოპი,
Vivitek-ის ფირმის პროექტორი,
პროექტორის გასაშლელი ეკრანი,
ამერიკულ-შვეიცარიული ბრენდის logitech-ის ხმის გამაძლიერებელი და დინამიკები,
მაუსები
21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა. დღეს ადამიანი ვალდებულია, ტექნოლოგიების განვითარების ტემპს აჰყვეს და მისი ჩარჩოდან არ ამოვარდეს, რადგან ამოვარდნა უკუსვლას ნიშნავს.
თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული.
ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს მათი მოხმარების სიხშირე და მასშტაბები.
თანამედროვე, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების სამყაროში არა მხოლოდ წარმოების ან მომსახურების სფეროში, არამედ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში თითქმის ყოველდღიურად ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება. ამის გამო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში უწყვეტი სწავლის, ახალი კომპეტენციების შეძენის უნარი იქცა პიროვნების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნილ თვისებად.
დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი საქმიანობის სფერო, განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის მსოფლმხედველობა.
მაღალმთიანი სოფლების სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული სამყაროს ერაში, მით უმეტეს, როცა დისტანციური სწავლება წინა პლანზე გადმოდის
და მაღალმთიანი სოფლის სკოლები ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილობის დეფიციტს განიცდის!
უღრმესი მადლობა ყველას ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ზემოთ აღნიშნული საჩუქრების ღების საჯარო სკოლისათვის გადმოცემაში!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება