სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია სემესტრს აჯამებს
31-12-2020
-
+


ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე etaloni.ge - სთან 2020-2021 სასწავლი წლის პირველ სემესტრს აჯამებს და იმ გამოწვევებისა და წარმატების შესახებ გვესაუბრება რომელიც სემესტრის განმავლობაში ჰქონდა სკოლას.

როგორც დეკანოზი გვეუბნება, იმის გამო რომ გიმნაზია კერძო სკოლაა, ის განათლების სამინისტროსგან დაფინანსებას არ იღებს და საჯარო სკოლების მსგავსად არც პანდემიის პერიოდში სკოლებისთვის გაცემული რეგულაციების შესასრულებლად მიუღია სამინისტროსგან დახმარება.

სკოლის შემწე და დამხმარე მარგვეთისა და ობისის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი დაბა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის რექტორი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეა.

სწორედ მეუფის დამსახურებაა ის, რომ მოსწავლეებს გიმნაზიაში ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი, ბუკებიც ჰქონდათ, სახელმძღვანელოებიც და ტრანსპორტიც. აღსანიშნავია ისიც რომ მეუფის ფინანსური დახმარებით შეძლო სკოლამ microsft-ისგან teams - ის პროგრამის შეძენა, რომელის დახმარებითაც მოსწავლეები ონლაინ სწავლებაში არიან ჩართულნი.

„როგორც იცით 2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დავიწყეთ. თუმცა ამისთვის საკმაოდ ბევრი რეკომენდაციის და რეგულაციის დაკმაყოფილება იყო აუცილებელი, რომელიც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ იყო შემუშავებული.

კერძო სკოლისთვის მნიშვნელოვანი იყო, ის რომ ყველა რეკომენდაცია მაღლ დონზე შესრულადა და როცა გენისპექცია შემოვიდა შემოწმებაზე, ხარაგაულის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა აღმოვჩნდით.

დეზობარიერი, სადეზინფექციო სითხეები, დისტანციის დასაცავად საჭირო სტიკერები მითითებები და რეკომენდაციები ყველაფერი  მაღალ დონზე იყო გაკეთებული.

აღსანიშნავია, რომ ყველა საჭირო ინვენტარი და ჰიგიენურ-სანიტარული ნივთი სკოლამ საკუთარი სახსრებით უზრუნველყო.

მიუხედავად იმისა, რომ 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახში დაიწყო ნოემბრის დასაწყისიდან ონლაინ სწავლებაზე გადავედით“, - აღნიშნავს დეკანოზი პავლე ცერცვაძე.

მისივე თქმით, ონლაინ სწავლება მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომელსაც სკოლამ თავი წარმატებით გაართვა.

„მეუფის ფინანსური დახმარებით microsft-ისგან ვიყიდეთ teams - ის პროგრამა. რათა ონლაინ სწავლება შეუფერხებლად წარმართულიყო. იმისთვის რომ პროგრამა გვესწავლა, მასწავლებლებთან ერთად ტრენინგებს მეც და სკოლის ადმინისტრაციაც გადიოდა.

ერთად ვისხედით, ვშრომობდით, ვსწავლობდით და როცა მთელი საგანმანათლებლო სივრცე ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ჩვენ უკვე მომზადებულები ვიყავით და არავითარი შეფერხება არ გვქონდა.

რაც შეეხება მოსწავლეთა ჩართულობას 190 ბავშვი გვყავს სკოლაში და მათი 95%, ანუ 8-9 ბავშვის გარდა, ონლაინ სასწავლო პროცესშია ჩართული. აღსანიშნავია, ისიც რომ არიან ოჯახები, სადაც 2-3 მოსწავლე ცხოვრობს და ყველას ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ტექნიკა ჰქონდეს. ტელეფონი, კომპიუტერი ან ტაბლოიდი, პრობლემაა ინტერნეტის ქონაც. ამ ბავშვებთან ჩვენ ტელეფონის და მესენჯერის საშუალებით ვკონტაქტობთ, იმისთვის რომ ეს მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ.

მინდა მასწავლებლების ღვაწლი გამოვყო და აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად გმირობაა  ის, რასაც მასწავლებლები ამ ონლაინ სწავლის პერიოდში აკეთებენ. ეს პირისპირ სწავლაზე გაცილებით რთული და მძიმე სამუშაოა, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები ნამდვილად წარმატებით უმკლავდებიან“,- აღნიშნავს დეკანოზი.

მისივე თქმით, ონლაინ სწავლებისას მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლებთან, ისე მშობლებთან კომუნიკაციაც, რომელიც საკმაოდ ხშირია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში.

„მეუფის ლოცვა-კურთხევითა და ჩემი ხელმძღვანელობით ყოველ კვირეული შეხვედრა იმართება teams-ში მასწავლებლებთან. ვიგებ მათ პრობლემებს, მოსაზრებებს, თითოეულ კლასში რამდენი მოსწავლე ესწრება, როგორია მათი აქტივობა და ა.შ.

ამავე დროს აქტიურად ტარდება მშობელთა კრებები და არ არსებობს საკითხი, რომელსაც არ განვიხილავთ მშობლებთან და მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებიც და მშობლებით ყოველთვის ძალიან დიდი გაგებით და გულისყურით ეკიდებიან ჩვენს ნემისმიერ გადაწყვეტილებას“, - გვეუბნება დეკანოზი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება