მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები ხორციელდება. სკოლის დირექცია და თითოეული პედაგოგი ზრუნავს, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მიაწოდონ. დირექტორი ირმა კაპანაძე სკოლაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებსა და პედაგოგების საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობაზე გვიამბობს.
„განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები“
იაკობ გოგებაშვილის ლამაზად ნათქვამი ჭეშმარიტების დადასტურებაა ის პროცესები, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს და იხვეწება საჩხერის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც უკვე ორი წელია ინერგება „ახალი სკოლის მოდელი“. იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება მიაწოდო მოსწავლეს და აღჭურვო 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით, თავად მასწავლებელმა უნდა ისწავლოს ბევრი, „ახალი სკოლის მოდელი“ კი სკოლას სთავაზობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და სასკოლო კლიმატის გარდაქმნას.
წლევანდელ სასწავლო წელს სკოლის ყველა მასწავლებელი ინტენსიურად მუშაობს საგნობრივ მხარდამჭერებთან ერთად, რომ მრავალფეროვანი, შემეცნებითი და შემოქმედებითი გაკვეთილები შესთავაზონ მოსწავლეებს. სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულს კი სკოლის დირექციის ორგანიზებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია შედგა, სადაც მომხსენებლებად წარდგნენ როგორც საჩხერის პირველი სკოლის, ასევე საჩხერისა და ჭიათურის ახალი სკოლის მოდელის პროექტში ჩართული სკოლების ფილოლოგები. კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელი თინათინ ცერაძე, სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა; ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორი ია აფთარაშვილი, სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის მენეჯერი თამარ კეკელიძე; „ახალი სკოლის მოდელი“ პროექტის ასისტენტი ია მგელაძე, ასევე რაიონისა და სხვადასხვა რეგიონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.
სკოლის დირექცია და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მადლობას ვუხდით კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით როლანდ ხოჯანაშვილს, რომლის დაუღალავი პროფესიონალური შრომის შედეგად მასწავლებელთა მუშაობა მოწვეულმა სტუმრებმა საუკეთესოდ შეაფასეს.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება-ადამიანის ფუნდამენტური უფლება“, რომლის მიზანია სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებში, სასკოლო საზოგადოებასა და მთლიანად თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის პროცესი, რომელიც აცოცხლებს და ახალისებს სასწავლო პროცესს და მასწავლებლებს აძლევს საშუალებას მოსწავლეებს შესთავაზონ მრავალფეროვანი, ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილები, რომლის მიზანიცაა მკვიდრი წარმოდგენები ჩამოუყალიბოს მათ და სკოლაში მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას დაუკავშირონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება