სიახლეები
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძე გასულ წელს აფასებს და სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა მიღწევებზე გვიამბობს
31-12-2020
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძე გასულ წელს აფასებს და სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა მიღწევებზე გვიამბობს. დირექტორი ასევე ყველას ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს.

„გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში, კოვიდ პანდემიის გამო, 2020-2021წლის I სემესტრში სწავლება დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა, მიუხედავად ონლაინ სწავლების თავისებურებებისა, რომელსაც უკვე გარკვეულწილად ფეხი აუწყეს როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა, მოსწავლეთა უმეტესობისთვის წარმატებით დასრულდა.

სკოლაში არსებული საგნობრივი კათედრები მუშაობდნენ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა ონლაინ თავისებურებებს, სთავაზობდნენ მოსწავლეებს სახალისო დავალებებს და სხვა.

ეს სემესტრი განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველკლასელებისთვის, ონლაინ სწავლების ფორმატში მათ დაიწყეს  წერა-კითხვა, ისწავლეს მასწავლებლის და ერთმანეთის მოსმენა, შეძლეს ელექტრონული რესურსების გამოყენება, არანაკლებია მშობლის ჩართულობა და მათი კმაყოფილება როგორც სწავლის ხარისხით, ასევე შეთავაზებული სერვისებით.

წარმატებით დასრულდა გარე დაკვირვება ღვანკითის საჯარო სკოლაში, დარეგისტრირებული 11 პედაგოგიდან თერთმეტივემ აიღო ოთხი კრედიტი,მეორე სემეტრიდან სკოლას ეყოლება 18 წამყვანი, 8 უფროსი და არცერთი პრაქტიკოსი  პედაგოგი.

კურსდამთავრებულთაგან სამმა მოსწავლემ; თათია ქარქაშაძემ, სოფო პერანიძემ და თეონა კოვზირიძემ აიღეს ოქროს მედლები და ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებით ფულადი  საჩუქარი 200 ლარი.

პროექტი „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ექვსი მოსწავლე ელოდება საჩუქრის მიღებას.

2020-2021 სასწავლო წლიდან სკოლა ჩართულია პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელში“ განათლების რეფორმის მორიგი ეტაპის პროექტი ,,ახალი სკოლის მოდელი“აქტიურად მიმდინარეობს ღვანკითის საჯარო სკოლაში, მასში ჩართულია მთელი პედაგოგიური კოლექტივი, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, სრულდება კომპლექსური დავალებები, ლიდერობის მიმართულებით დაიწერა საინტერესო პროექტი, ტარდება ტრენინგები საგნობრივ ექსპერტებთან და სხვა.

დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მასშტაბით  ჩატარებულმა (ონლაინ) კალიგრაფიის კონკურსმა, რომელიც განახორციელდა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. (ორგანიზატორი ღვანკითის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე)

კონკურსის მიზანი იყო: ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

მიუხედავათ იმისა, რომ ანდემიამ მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა სსიპ გურამ ქარქაშაძის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის  საჯარო სკოლის მასწავლებლები, მათ მაქსიმალური ძალისხმევის ხარჯზე წარმატებულად დაძლიეს დისტანციური სწავლების სირთულეები, მეორე სემესტრში ვიმედოვნებთ ვირტუალურ სივრცეს ისევ შეცვლის ფიზიკური გარემო, მოსწავლეები დაუბრუნდებიან საკუთარ საკლასო ოთახებს, მასწავლებლები უფრო გადახალისებული და საინტერესო აქტივობებით შეხვდებიან თითოეულ მათგანს.

და ბოლოს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენს მომავალ თაობას, მასწავლებლებს, მშობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც განათლების სისტემაშია ჩართული და ვუსურვო წარმატებები და პროფესიული წინასვლა ცხოვრებაში“,-აღნიშნავს ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ადიქცია ბავშვებში - ქცევები რომლებსაც ყურადრება უნდა მივაქციოთ

რეკომენდაციების გთავალისწინებით არ დაუშვებთ ტიპურ შეცდომებს და შექმნით ენობრივად გამართულ, დახვეწილ დოკუმენტებს

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება