სიახლეები
სკოლები

ფარცხანაყანევის N1 სკოლა საახალწლო ტრადიციებზე საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს
31-12-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია საახალწლო ტრადიციებზე საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. სკოლის სოციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციებზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შო­ბა-ახა­ლი წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე უფ­რო­სე­ბის­თ­ვის, ყვე­ლა დი­დი სი­ხა­რუ­ლით ელო­დე­ბა. ახა­ლი წლის თა­რიღს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხში­რად ცვლიდ­ნენ - მე­ოთხე სა­უ­კუ­ნე­ში 6 აგ­ვის­ტოს აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნი­დან მეცხ­რე სა­უ­კუ­ნის დამ­დე­გამ­დე — სექ­ტემ­ბერ­ში, შემ­დ­გომ კი, მარ­ტ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. მე­თოთხ­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან ახა­ლი წლის თა­რი­ღი, ევ­რო­პუ­ლი კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, იან­ვარ­ში და­წეს­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ წელ­თან ბევ­რი წარ­მარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად: „ბა­სი­ლას“, „ჩი­ჩი­ლა­კის“ და სხვა კულ­ტე­ბი. ჩი­ჩი­ლა­კის კულ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ეს მორ­თუ­ლო­ბა მცი­რე დე­ტა­ლე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ცნო­ბი­ლია, რომ ჩი­ჩი­ლაკს თხი­ლის ტო­ტე­ბის­გან თლი­ან, რად­გან თხი­ლი, კა­კალ­თან ერ­თად, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­სავ­ლი­ან მცე­ნა­რედ ით­ვ­ლე­ბო­და. გრძელ თეთ­რ­წ­ვე­რი­ან ჩი­ჩი­ლაკს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბით, ტკბი­ლე­უ­ლით და ხი­ლით რთავ­დ­ნენ, რაც ბა­რა­ქი­სა და ულე­ვი სიტ­კ­ბო­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბო­და. ჩი­ჩი­ლაკს „ბა­სი­ლას წვერ­საც“ ეძა­ხი­ან და იგი წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ახალ წელ­საც, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხში­რად, „ბა­სი­ლის დღეს“ უწო­დებ­დ­ნენ, რად­გან პირ­ველ იან­ვარს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია წმინ­და ბა­სი­ლი დიდს იხ­სე­ნი­ებს.

კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ციაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წმინ­და ბა­სი­ლის სა­ხელ­თან. ძველ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ნამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბო­და, ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვ­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მზის ღვთა­ე­ბას­თან. ქარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო პუ­რი­სა­გან გა­მომ­ცხ­ვა­რი „ბა­სი­ლას“ ქან­და­კე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად, ბა­სი­ლა არა წმ. ბა­სი­ლის, არა­მედ წარ­მარ­თუ­ლი ხა­ნის მზის ღვთა­ე­ბის ქან­და­კე­ბა იყო, ბა­სი­ლას კვე­რე­ბი კი — მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღვთა­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, შო­რე­ულ წარ­სულ­ში, შვიდ მნა­თობ­თა სა­ხით სცემ­დ­ნენ თაყ­ვანს. მხო­ლოდ III სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ქრის­ტი­ა­ნულ­მა ეკ­ლე­სი­ამ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი წმ. ბა­სი­ლის ხსოვ­ნას და­უ­კავ­ში­რა და, ამ დრო­ი­დან, ქარ­თულ სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა­ზე მდე­ბა­რე მზის ღვთა­ე­ბის ქან­და­კე­ბას „ბა­სი­ლა“ ეწო­და.

ძველ თბი­ლის­ში, თბი­ლი­სე­ლე­ბი, ახა­ლი წლის ღა­მეს, სახ­ლის კა­რებს ღი­ას ტო­ვებ­დ­ნენ. ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ახალ წელს ქუ­ჩებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა და­დი­ო­და და კა­რი და­კე­ტი­ლი თუ დახ­ვ­დე­ბო­და, იმ სახლს გვერდს აუვ­ლი­და.

ტკბი­ლე­უ­ლით სავ­სე სუფ­რას ტაბ­ლა­ზე შლიდ­ნენ. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ტაბ­ლის ოთხ კუთხე­ში სან­თ­ლებს ან­თებ­და (სან­თ­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ამ­ზა­დებ­და). რო­გორც კი ახა­ლი წე­ლი მო­ვი­დო­და, ოჯა­ხის უფ­რო­სი ტაბ­ლას ხელ­ში აიღებ­და და მთელ სახლს შე­მო­ივ­ლი­და. თბი­ლი­სე­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ამ დროს მათ მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი დაჰ­ყ­ვე­ბო­და, რო­მელ­საც ოჯა­ხის­თ­ვის სი­კე­თე და სიმ­დიდ­რე მოჰ­ქონ­და.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ახა­ლი წლის წი­ნა დღეს, ოჯახ­ში აუცი­ლებ­ლად მო­ი­ტან­დ­ნენ წყა­როს უმ­ძ­რახ წყალს და ეზო­ში მო­ას­ხამ­დ­ნენ. მეკ­ვ­ლე ოჯა­ხის უფ­რო­სი ან მოწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი იყო, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის დად­გო­მის შემ­დეგ ოჯახ­ში ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი შე­დი­ო­და, მიჰ­ქონ­და: დე­დას პუ­რე­ბი, ყვე­ლი, ხორ­ცი, ღვი­ნო, გო­ზი­ნა­ყი, ხი­ლი, ჩურ­ჩხე­ლა და მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი. ზოგ­ჯერ ცოცხა­ლი ქა­თა­მიც მიჰ­ყავ­და. გა­და­ა­ბი­ჯებ­და თუ არა მეკ­ვ­ლე ზღურბლს, მი­მო­აბ­ნევ­და ხორ­ბ­ლის, სი­მინ­დის ან ქე­რის მარ­ც­ვალს, რა­თა ახა­ლი წე­ლი ხვა­ვი­ა­ნი და ბა­რა­ქი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო.

ქარ­თ­ლ­ში ახალ წელს აცხობ­დ­ნენ წმინ­და ბა­სი­ლის ქან­და­კე­ბას. ასე­ვე აცხობ­დ­ნენ ბე­დის კვერს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ორ-ორ ბე­დის კვერს - ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის და თი­თო-თი­თოს - ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის.

გამ­თე­ნი­ი­სას ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი ღო­რის თავ­თან ბე­დის კვე­რებს დებ­და თეფ­შ­ზე და ასე­ვე თაფ­ლ­ში ამოვ­ლე­ბულ პუ­რის ლუკ­მებს მი­უწყობ­და გვერ­დ­ზე. თეფ­შის ერთ კი­დე­ში თაფ­ლის სან­თელს აან­თებ­და.

კა­ხეთ­ში, მეკ­ვ­ლეს სახ­ლ­ში შე­მოს­ვ­ლი­სას, ხორ­ბალს ან სი­მინდს გა­და­უყ­რიდ­ნენ — ბევ­რი მაძღა­რი კრუხ-წი­წი­ლა გვე­ყო­ლე­ბაო. აქ­ვე ასე­თი მეს­ტ­ვი­რუ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო სიმ­ღე­რა ის­მო­და:

„ხელ­ში ორ ჭი­ქას ავი­ღებ, ვი­ლო­ცე­ბო­დე ღვი­ნი­თა,

ყვე­ლა კარ­გად და­ეს­წა­რით მრა­ვალ ახალ­წელს დი­ლი­თა,

ნათ­ლი­მა­მა თან მოგ­დევ­დეს, თაფ­ლი მო­ქონ­დეს ქი­ლი­თა;

ხურ­ჯი­ნიც სავ­სე ეკი­დოს, ჩურ­ჩხე­ლე­ბით და ხი­ლი­თა…

თქვე­ნი კო­დე­ბი ყო­ფი­ლა სავ­სე და — წმინ­და ფქვი­ლი­თა;

თქვე­ნი ქვევ­რე­ბი ყო­ფი­ლა სავ­სე და — წი­თელ ღვი­ნი­თა;

თქვე­ნი ფა­რე­ხი ყო­ფი­ლა სავ­სე და — ცხვრი­თა, ბი­ნი­თა…

თქვე­ნი მტე­რი წაქ­ცე­უ­ლა, ვე­ღა­რა ძღე­ბა ძი­ლი­თა…!“

კა­ხეთ­ში ახალ წელს ჩა­მი­ჩი­ან პუ­რებს აცხო­ბენ ისე, რომ ოჯა­ხის ყო­ველს წევრს თი­თო პუ­რი შეხ­ვ­დეს. ახა­ლი წლის ღა­მეს ყვე­ლა თა­ვის ჩა­მი­ჩი­ან პურს ჭამს. გამ­თე­ნი­ი­სას ოჯა­ხის უფ­რო­სი გა­რეთ გა­დის და სახლს სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლის. შინ შე­მობ­რუ­ნე­ბი­სას კი ოჯა­ხის წევ­რებს ახალ წელს ულო­ცავს და სა­გან­გე­ბოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუ­რი­ა­ნი ჯა­მი­დან ყვე­ლას თი­თო ლუკ­მას აჭ­მევს.

იმე­რეთ­ში, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე, ოჯა­ხის უფ­რო­სი, ხო­რა­გით სავ­სე ხონ­ჩით, სახლს სამ­ჯერ წაღ­მა შე­მო­უვ­ლი­და. მას ხელ­ში ლან­გა­რი ეჭი­რა, რო­მელ­ზეც ღო­რის თა­ვი, მწვა­დი, მო­ხარ­შუ­ლი დე­და­ლი, ლო­ბი­ა­ნი ღერ­ღი­ლის პუ­რი და ტკბი­ლი კვე­რე­ბი ეწყო. ამის შემ­დეგ ოჯა­ხის უფ­რო­სი სახ­ლ­ში, ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე ხნი­ერ წევ­რ­თან ერ­თად, შე­ვი­დო­და. ხნი­ე­რი წევ­რი კე­რი­ა­ში ნაკ­ვერ­ჩხალს რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კ­რავ­და ჯოხს და ცეცხ­ლი­დან ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი იყ­რე­ბო­და. ოჯა­ხის უხუ­ცე­სი თან ლო­ცუ­ლობ­და: „რო­გო­რი უხ­ვიც არის ეს ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი, ისე გვამ­რავ­ლე და გაგ­ვა­ხა­რეო“.

სა­ა­ხალ­წ­ლოდ რამ­დე­ნი­მე ჩი­ჩი­ლა­კი მზად­დე­ბო­და, ერთ-ერ­თი მარ­ნის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ახა­ლი წლის დი­ლას ში­ნა­უ­რი მეკ­ვ­ლე წყა­რო­დან წყალს მო­ი­ტან­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი პირს და­ი­ბან­დ­ნენ და, ისევ მეკ­ვ­ლეს წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, მარ­ნის­კენ წა­ვი­დოდ­ნენ. მიჰ­ქონ­დათ სა­ნო­ვა­გით სავ­სე გო­ბი, ორ­ში­მო და ჩი­ჩი­ლა­კი. მეკ­ვ­ლე ჩი­ჩი­ლაკს სა­ა­ხალ­წ­ლო ჭუ­რის გვერ­დით და­ა­სობ­და. მა­რანს ახალ წელს მი­უ­ლო­ცავ­და, შემ­დეგ სა­ა­ხალ­წ­ლო ჭურს მოხ­დი­და, ღვი­ნოს გა­სინ­ჯავ­დ­ნენ და დო­ქებს აავ­სებ­დ­ნენ.

სა­ინ­გი­ლო­ში წი­თელ მა­მალს კლა­ვენ ახალ წელს. სუფ­რას კი, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე მი­უს­ხ­დე­ბი­ან. აკე­თე­ბენ ქათ­მის წვნი­ან­სა და ფლავს. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თ­ვის მეკ­ვ­ლე, რო­მე­ლიც უნ­და იყოს ნა­თე­სა­ვი და ბე­დის­გან და­უ­ჩაგ­რა­ვი. ვიდ­რე მეკ­ვ­ლე არ ეწ­ვე­ვათ, სახ­ლ­ში არა­ვის მი­ი­ღე­ბენ.

თუ­შეთ­ში ახალ წელს „წელ­წ­დო­ბას“ უწო­დე­ბენ. ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად არაყს ხდიდ­ნენ და ლუდს ადუ­ღებ­დ­ნენ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის სა­ხელ­ზე ცხვე­ბო­და სა­თავ­ნო და ბე­დის კვე­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. აცხობ­დ­ნენ ერთ დიდ კვერს - „ქრის­ტეს საგ­ზალს“, ქა­ლე­ბის­თ­ვის - მრგვალ კვერს, ხო­ლო კა­ცე­ბის­თ­ვის - „ბა­ცუ­კაცს“. კვე­რებს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც აცხობ­დ­ნენ: ხა­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ კვერს რქე­ბი ჰქონ­და, ძრო­ხის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილს - ძუ­ძუ­ე­ბი, ცხე­ნის კვერს ნა­ლის ფორ­მა ჰქონ­და. ყვე­ლა სა­ხის კვერს ლან­გარ­ზე აწყობ­დ­ნენ მატყ­ლ­თან, მა­რილ­თან, ყველ­თან და ერ­ბოს­თან ერ­თად.

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე თუშ ქა­ლებს აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, თუ­კი რამ ჰქონ­დათ გა­ნათხოვ­რე­ბუ­ლი; იმა­რა­გებ­დ­ნენ ტკბი­ლე­ულს და აცხობ­დ­ნენ სა­მეკ­ვ­ლეო კვერს, რო­მელ­საც „ხა­რის გო­გას“ ეძახ­დ­ნენ. აქ მეკ­ვ­ლედ ისეთ კაცს იწ­ვევ­დ­ნენ, რო­მელ­საც კე­თი­ლი გუ­ლი, კარ­გი ფე­ხი და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. სა­ნამ მეკ­ვ­ლე არ მო­ვი­დო­და სუფ­რას­თან არა­ვინ ჯდე­ბო­და. ზუს­ტად თორ­მეტ სა­ათ­ზე მეკ­ვ­ლე ოჯახ­ში შე­მობ­რ­ძან­დე­ბო­და, ოჯა­ხის უფ­რო­სი კი მას სა­მეკ­ვ­ლეო კვერს მი­არ­თ­მევ­და. მეკ­ვ­ლე მას კე­რი­ას­თან და­ა­გო­რებ­და ისე, რომ კვე­რი წაღ­მა დამ­დ­გა­რი­ყო, რა­თა ახალ წელს ოჯა­ხის ბე­დი სულ წაღ­მა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო. ხდე­ბო­და ისეც, რომ მეკ­ვ­ლე­ო­ბას თუ­შე­ბი მეცხ­ვა­რის ძაღლს ან­დობ­დ­ნენ, რად­გან მი­აჩ­ნ­დათ, რომ მა­საც „კარ­გი კვა­ლი“ ჰქონ­და.

დი­ლით ად­რე ოჯა­ხის უფ­რო­სის ჯე­რი დგე­ბო­და. იგი უნ­და გა­სუ­ლი­ყო გა­რეთ, შე­მო­ე­ტა­ნა თოვ­ლი და სახ­ლ­ში მი­მო­ებ­ნია. ოჯა­ხის უფ­რო­სის და­ლოც­ვის შემ­დ­გომ, სა­ა­ხალ­წ­ლო მხი­ა­რუ­ლე­ბა იწყე­ბო­და.

ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში, ახა­ლი წლის ღა­მეს, ხე­ვის­ბე­რი და მი­სი დამ­ხ­მა­რე­ე­ბი სა­ლო­ცავ­ში წა­ი­ღებ­დ­ნენ ქა­დებს, ერ­ბო­ი­ან პუ­რებს და სან­თ­ლებს. ასე­ვე მიჰ­ყავ­დათ და­საკ­ლა­ვი ცხო­ვე­ლი. ხე­ვის­ბე­რი და­ლო­ცავ­და ყვე­ლა ოჯახს და გვარს. დაკ­ლავ­დ­ნენ ცხვარს, თოვ­ლის გუნ­დებს ცხვრის სის­ხ­ლ­ში ამო­ავ­ლებ­დ­ნენ და სა­ლო­ცა­ვის კე­დელს ეს­როდ­ნენ.

ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭე­ბი ქუ­დებს ნაბ­დის ქვეშ დებ­დ­ნენ. ვინც მა­ლუ­ლად ქუდს აიღებ­და, სწო­რედ ის იყო მთე­ლი სოფ­ლის მეკ­ვ­ლე. და­ლოც­ვის შემ­დეგ სო­ფელ­ში დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბო­და. იხარ­შე­ბო­და ლუ­დი და ხინ­კა­ლი.

ფშავ­ში ხმი­ა­დის გა­მოცხო­ბით იწყე­ბა ახა­ლი წლის დი­ლა. ხმი­ადს მა­გი­და­ზე თაფ­ლი­ან და ერ­ბო­ი­ან ჯა­მებს შე­მო­უმ­წ­კ­რი­ვე­ბენ. ოჯა­ხის ერ­თი წევ­რი წყალ­ზე მი­დის და თან მი­აქვს ყვე­ლი და პუ­რი. ჩა­აგ­დებს წყალ­ში და სამ­ჯერ იტყ­ვის: „წყა­ლო, ნაყ­რი მო­გი­ტა­ნე, ბე­დი გა­მო­მა­ყო­ლეო“. წა­მო­ი­ღებს წყალს, ხმი­ა­დე­ბით სავ­სე სუფ­რა­ზე და­დებს და და­ი­ლო­ცე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­უს­ხ­დე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი სუფ­რას, დი­ა­სახ­ლი­სი მათ თაფლს და ხილს შე­აჭ­მევს და ერ­თ­მა­ნეთს ეტყ­ვი­ან: „ეგ­რემც ტკბი­ლად და­მი­ბერ­დიო“. გად­მო­ი­ღე­ბენ ხმი­ა­დებს, წვნი­ან ჯა­მებს და სა­უზ­მო­ბენ. ოჯა­ხი უც­დის წი­ნა ღა­მეს ხატ­ში წა­სუ­ლი ღა­მის­მ­თევ­ლე­ბის გა­მობ­რუ­ნე­ბას, მეკ­ვ­ლეს შე­მოს­ვ­ლას და ოჯა­ხი­დან არა­ვინ გა­დის. დი­ა­სახ­ლი­სი ქვაბს ჩა­მოჰ­კი­დებს და ხინ­კ­ლის კე­თე­ბას შე­უდ­გე­ბი­ან.

ხევ­სუ­რეთ­ში ახალ წელს „წელ­წადს“ უწო­დე­ბენ და მას დი­დი სამ­ზა­დი­სით ეგე­ბე­ბი­ან. ოჯა­ხებ­ში სა­ა­ხალ­წ­ლო არაყს ხდი­ან, ხატ­ში დას­ტუ­რე­ბი ლუდს ხარ­შა­ვენ. დი­ა­სახ­ლი­სი სა­ა­ხალ­წ­ლო კვე­რებს აცხობს. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­მეკ­ვ­ლეო კვე­რია, რო­მელ­ზე­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ჯვა­რი, კა­ცი, სახ­ნი­სი, ხა­რი, ძრო­ხა, ცხე­ნი, ქე­რის თავ­თა­ვი და სხვა. სა­მეკ­ვ­ლეო კვერს გა­მოცხო­ბის დროს უც­ქე­რი­ან და, რო­მე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც აიწევს, იმ წე­ლი­წადს ის იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი და დოვ­ლა­თი­ა­ნი. შემ­დეგ დი­ა­სახ­ლი­სი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი­სათ­ვის აცხობს ბე­დის კვე­რებს: თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ნი­შა­ნი აზის და გა­მოცხო­ბის დროს, ვი­სიც აფუვ­დე­ბა, ის ბე­დი­ა­ნი და ყის­მა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბაო.

ოჯა­ხის მეკ­ვ­ლე­ე­ბი ხა­ტებ­ში ათე­ნე­ბენ ახა­ლი წლის ღა­მეს. გა­თე­ნე­ბი­სას ხუ­ცე­სი გა­რეთ გა­მო­დის, თოვ­ლი შე­აქვს სა­ლო­ცავ­ში, მეკ­ვ­ლე­ებს თავ­ზე აყ­რის და და­ლო­ცავს: „ესრ თეთ­რად აყ­ვავ­დით! წე­ლიმც კა­ი­სა გა­მო­გეც­ვ­ლე­ბისთ, პუ­რი­ან-წუ­ლი­ა­ნი, სა­ხელ­სარ­გებ­ლი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­სა და კარ­გად ყოფ­ნი­სა!…“

გუ­რია-სა­მეგ­რე­ლო­ში ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს „კა­ლან­და“ ეწო­დე­ბა და მას თო­ფე­ბის სრო­ლით ეგე­ბე­ბი­ან.

სა­მეგ­რე­ლო­ში ახალ წელს დი­ლა­ად­რი­ან ოჯა­ხის უხუ­ცე­სი მა­მა­კა­ცი, ხელ­ში მორ­თუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კით და ღო­მის მარ­ც­ვ­ლი­ა­ნი ჯა­მით, რო­მელ­ზეც კვერ­ცხი დევს, სახ­ლი­დან გა­რეთ გა­დის ახა­ლი წლის მო­სა­ლო­ცად. გარ­კ­ვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლ­ში შე­მო­დის, ჩი­ჩი­ლაკს კუთხე­ში მი­ა­ყუ­დებს, ჯამს იქ­ვე მი­უდ­გამს და თვი­თონ სა­ა­ხალ­წ­ლო ტაბ­ლას მი­უჯ­დე­ბა, რო­მელ­ზეც ალა­გია: ღო­რის თა­ვი, ხი­ლი და სხვ. სა­უზ­მის დაწყე­ბამ­დე მეკ­ვ­ლე ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს ტკბი­ლე­უ­ლით უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბა.

გუ­რი­ა­ში, კა­ლან­დის წი­ნადღით, მოჰ­ქონ­დათ „ცხემ­ლის“ (რცხი­ლის) შე­შა, რო­მელ­საც თხი­ლის ჯო­ხებ­საც მო­ა­ყო­ლებ­დ­ნენ ჩი­ჩი­ლა­კის­თ­ვის. ამ ჯო­ხებს ღა­დარ­ში აცხე­ლებ­დ­ნენ და კარ­გად ალე­სი­ლი და­ნით ისე თლიდ­ნენ, რომ ბურ­ბუ­შე­ლა ჯოხ­ზე­ვე რჩე­ბო­და და ეხ­ვე­ო­და. შემ­დეგ ჯვრი­ან და­სად­გ­მელს უკე­თებ­დ­ნენ, წვერ­ში ჯვა­რე­დი­ნად თხი­ლის ჯო­ხებს ჩა­ურ­ჭობ­დ­ნენ და რთავ­დ­ნენ სუ­როს ტო­ტე­ბით, ვაშ­ლე­ბით, სა­ჩი­ჩი­ლა­კე ხა­ჭა­პუ­რე­ბით, ტკბი­ლე­უ­ლი­თა და ვერ­ცხ­ლის ფუ­ლე­ბით. აქ­ვე ასე­თი წე­სი სრულ­დე­ბო­და: ოთხ ხა­ჭა­პურს გი­დელ­ში ჩა­აწყობ­დ­ნენ და გო­გო­ნას გა­ა­ტან­დ­ნენ მა­რან­ში. იქი­დან ვა­ჟი უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო ღვი­ნი­ა­ნი დო­ქით და გო­გო­ნას შეხ­ვედ­რო­და. მათ შო­რის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თე­ბო­და დო­ქი­სა თუ ხა­ჭა­პუ­რის წა­სარ­თ­მე­ვად და მა­რან­ში შე­სა­ტა­ნად. თუ ბი­ჭი იმარ­ჯ­ვებ­და, მა­შინ ყურ­ძ­ნის უხ­ვი მო­სა­ვა­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხო­ლო თუ გო­გო­ნა იყო­ჩა­ღებ­და — აბ­რე­შუ­მის.

ახალ წელს, მამ­ლის ყი­ვილ­ზე, მთე­ლი ოჯა­ხი ფეხ­ზე დგე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბი ღო­რის თავს, ბა­სი­ლას, სა­ა­ხალ­წ­ლო გობს სა­ნო­ვა­გით დატ­ვირ­თულს, მორ­თულ ჩი­ჩი­ლაკს და ცა­რი­ელ ჩაფს იღე­ბენ და მარ­ნის­კენ გა­ე­შუ­რე­ბი­ან. მა­რან­ში შეს­ვ­ლი­სას, ოჯა­ხის უფ­რო­სი ხმა­ა­მო­უ­ღებ­ლად სა­ა­ხალ­წ­ლო გობს მი­წა­ზე დად­გამს, ჩაფს ღვი­ნით გა­ავ­სებს და და­ჩო­ქი­ლი წმინ­და ბა­სი­ლას ოჯა­ხის ბედ­ნი­ე­რე­ბას შეს­თხოვს. ადე­სას ღვი­ნით და­ლო­ცავს ქვე­ყა­ნას და მშვი­დო­ბის სადღეგ­რ­ძე­ლოს იტყ­ვის.

ლეჩხუმში ოჯა­ხის მეკ­ვ­ლე ბა­ბუა იყო ხოლ­მე. ახა­ლი წლის დად­გო­მი­სას ბა­ბუა, უმ­ც­როს ვაჟ­თან ერ­თად, ვე­ნახ­ში გა­დი­ო­და. ჯერ თვი­თონ ლო­ცავ­და ზვრებს, შემ­დეგ უმ­ც­როს ვაჟს ალოც­ვი­ნებ­და. ზვრებ­ში ღვი­ნოს აპ­კუ­რებ­დ­ნენ. მე­რე მი­ვი­დოდ­ნენ ბე­ღელ­თან, ნა­ლი­ას­თან, ჭუ­რებ­თან, ბო­ლოს სახ­ლ­ში შე­ვი­დოდ­ნენ და გვარს ლო­ცავ­დ­ნენ.

ახალ წელს, ნა­შუ­ადღევს, ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი ზურ­გ­ზე მო­ი­კი­დებ­და მე­ო­რე მა­მა­კაცს და ვე­ნა­ხის­კენ გას­წევ­და. თან მიჰ­ქონ­და ტაბ­ლა, რო­მელ­ზეც ეწყო ღვი­ნი­ა­ნი ჭი­ქა, ღო­რის შემ­წ­ვა­რი ხორ­ცი, ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი და ხორ­ბ­ლის ერთ-ერ­თი ჯი­შის — ზან­დუ­რის თავ­თა­ვე­ბის კო­ნა. ვე­ნახ­ში შეს­ვ­ლი­სას იგი იძახ­და: „ღუზ, ღუზ, ღუზ!“ შემ­დეგ კაცს ჩა­მოს­ვამ­და, თავ­თა­ვე­ბის კო­ნას სარ­ზე ჩა­მო­აც­ვამ­და, ტაბ­ლას წაღ­მა შე­ატ­რი­ა­ლებ­და, მე­რე ღვი­ნით და­ი­ლო­ცე­ბოდ­ნენ და მი­ტა­ნილ სა­ნო­ვა­გეს შე­ექ­ცე­ოდ­ნენ.

სამეგრელოში ყვე­ლა­ზე დიდ დღე­სას­წა­უ­ლად კა­ლან­და — ახა­ლი წე­ლი ით­ვ­ლე­ბო­და. შინ, გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას, დად­გამ­დ­ნენ ბრო­წე­უ­ლით, ხი­ლით, ტკბი­ლე­უ­ლით, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბით, აბ­რე­შუ­მის ძა­ფით, სუ­რო­სა და დაფ­ნის ტო­ტე­ბით მორ­თულ ჩი­ჩი­ლაკს. აცხობ­დ­ნენ ბა­სი­ლას და ღვე­ზელს, რო­მელ­შიც კვერ­ცხის გულს დებ­დ­ნენ. დი­ლით ად­რე სო­ფელ­ში თო­ფის სრო­ლა ატყ­დე­ბო­და. ოჯა­ხის უფ­რო­სი სა­ნო­ვა­გით სავ­სე ხონ­ჩას აიღებ­და, სახლს ლოც­ვით სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და, ღო­მის მარ­ც­ვ­ლებს აბ­ნევ­და და ღმერთს გა­მარ­ჯ­ვე­ბას, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და კარგ მო­სა­ვალს სთხოვ­და. შემ­დეგ შინ შე­ვი­დო­და და ყვე­ლას მი­უ­ლო­ცავ­და.

ახალ წელს სტუმ­რის მო­ტა­ცე­ბაც იცოდ­ნენ. ამ ჩვე­უ­ლე­ბა­ში მთე­ლი უბა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­ი­მარ­თე­ბო­და მხი­ა­რუ­ლი გა­წევ-გა­მო­წე­ვა, სი­ცი­ლი და ხუმ­რო­ბა. მო­ტა­ცე­ბულ სტუ­მარს ასა­ჩუქ­რებ­დ­ნენ, პა­ტივს სცემ­დ­ნენ და მე­ო­რე დღემ­დე არ გა­უშ­ვებ­დ­ნენ.

ახა­ლი წლის სა­ღა­მოს ეწყო­ბო­და „ტყა­პო­ბა“ — ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი და ვა­ჟე­ბი ერ­თ­მა­ნეთს სი­მინ­დის ცო­მით თხუპ­ნიდ­ნენ. ამ მხი­ა­რულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში ვინც მო­უთხუპ­ნა­ვი გა­დარ­ჩე­ბო­და, იმ წე­ლი­წადს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და.

აფხაზეთში ახალ წელს ხიჩხუ­ა­მას ეძახ­დ­ნენ. მთე­ლი ოჯა­ხი საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლ­ში იკ­რი­ბე­ბო­და, სა­გან­გე­ბოდ იხ­ს­ნე­ბო­და ქვევ­რი, ცხვე­ბო­და თაფ­ლი­ა­ნი და ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ქა­დე­ბი, აფხა­ზუ­რა პუ­რე­ბი. ოჯა­ხის უფ­რო­სი, საკ­ლა­ვის დაკ­ვ­ლის შემ­დეგ, დაკ­ლუ­ლი სა­ქონ­ლის ღვიძ­ლით, ფილ­ტ­ვი­თა და თირ­კ­მ­ლით ხელ­ში მი­დი­ო­და სა­ლო­ცავ­ში, ას­ხუ­რებ­და ღვი­ნოს, მე­რე კი ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ წელს ულო­ცავ­და ახ­ლობ­ლებს.

აჭარაში, ახა­ლი წლის ღა­მეს, მთე­ლი ოჯა­ხი სუფ­რას­თან იკ­რი­ბე­ბო­და. ოჯა­ხის უფ­რო­სის ნე­ბარ­თ­ვით, ყვე­ლას უმ­ც­რო­სი ვა­ჟი ულო­ცავ­და ახალ წელს. დი­ა­სახ­ლი­სი ირ­გ­ვ­ლივ უმ­ძ­რახ წყალს მო­აპ­კუ­რებ­და, შემ­დეგ კი გახ­ს­ნი­და წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ ყა­ურ­მას. სუფ­რა­ზე ეწყო აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რე­ბი, ჰალ­ვა, ხარ­ჩო, ბურ­მე - თაფ­ლი­ა­ნი და ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ნამ­ცხ­ვა­რი, სან­თ­ლის არა­ყი. ქა­ლებს აუცი­ლებ­ლად უნ­და სცმო­დათ წი­თე­ლი კა­ბა და გულ­ზე ჰკი­დე­ბო­დათ ბე­ბი­ის ნა­ჩუ­ქა­რი ჯვა­რი. და­ი­ლო­ცე­ბოდ­ნენ აჭარ­ლე­ბი და ის­ვ­რიდ­ნენ თოფს, ნიშ­ნად იმი­სა, რომ ოჯა­ხი ხა­რობ­და და სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბო­და. ახალ­გაზ­რ­დე­ბი თით­ქ­მის გა­თე­ნე­ბამ­დე და­დი­ოდ­ნენ სო­ფელ­ში და ყვე­ლა ოჯახს ახა­ლი წლის დად­გო­მას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­ღე­რით ულო­ცავ­დ­ნენ:

„შე­მოვ­დ­გი ფე­ხი, გი­ლო­ცავთ,

გწყა­ლობ­დეთ წმინ­და ბა­სი­ლი,

იმი­სი მად­ლით იყა­ვით

პუ­რით და ღვი­ნით ავ­სი­ლი.“

მას­პინ­ძ­ლე­ბი სა­ჩუქ­რებს აძ­ლევ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლებს.

რაჭაში, ახა­ლი წლის წი­ნა სა­ღა­მოს, ოჯა­ხის უფ­რო­სი „სამ­კ­ლო­ვი­ა­რო გერგვს“ აკე­თებ­და. ამის­თ­ვის ცხრა ვაზს თი­თო რქას შე­აჭ­რი­და, მათ ერ­თ­მა­ნეთს შე­აგ­რეხ­და, მორ­კა­ლავ­და და შუ­ა­ში ჯვრად თხი­ლის და­ჩი­ჩი­ლა­კე­ბულ ჯო­ხებს ჩა­უ­ყე­ნებ­და. ამ ჯო­ხებს გა­რეთ გა­მოშ­ვე­რილ წვე­რო­ებ­ზე ვაშ­ლებს წა­მო­აც­ვამ­დ­ნენ, ბაძ­გის მწვა­ნე ტო­ტე­ბით მორ­თავ­დ­ნენ და ზედ სა­ა­ხალ­წ­ლო გა­ნა­ტეხს და­ა­დებ­დ­ნენ.

„გფა­რავ­დეთ მრა­ვალ­ძა­ლის წმინ­და გი­ორ­გი! შე­გე­წი­ოთ ყოვ­ლად­წ­მინ­და ხო­ტე­ვი და ნი­კორ­წ­მინ­და! აგა­რა და უღე­ში, ღმერ­თ­მა მოგ­ცეთ ნუ­გე­ში“, — ამ სიტყ­ვე­ბით ლო­ცავ­და რა­ჭა­ში მე­ფე­ხე ოჯახს. თუ წი­ნა წელს მის ფეხს ოჯა­ხი კარ­გად დას­ც­დი­და, მას კი­დევ სა­მი წლით ირ­ჩევ­დ­ნენ. ამ სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეკ­ვ­ლე ოჯახს პირ­ვე­ლი მი­უ­ლო­ცავ­და ახა­ლი წლის დად­გო­მას ღვი­ნის დო­ქით, მო­ხარ­შუ­ლი ლო­რით, შემ­წ­ვა­რი წი­წი­ლით, ვაშ­ლ­ში ჩარ­ჭო­ბი­ლი ხურ­და ფუ­ლით, ჩი­ჩი­ლა­კი­თა და სან­თ­ლით ხელ­ში; და­ლო­ცავ­და ოჯახს, საბ­ძელს, ნა­ლი­ას, მე­რე კი იწყე­ბო­და ლხი­ნი. რა­ჭულ სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რას ამ­შ­ვე­ნებ­და ლო­ბი­ა­ნე­ბი, ღვი­ნო, ლო­რი, თაფ­ლი, კა­კა­ლი, ტყლა­პი, ჩი­რი და ვაშ­ლი.

ზემო რაჭაში, სა­ა­ხალ­წ­ლოდ, ორ ბა­ჭულს აცხო­ბენ, ერთს - ახა­ლი წლის­თ­ვის, მე­ო­რეს - ძვე­ლის­თ­ვის. აცხო­ბენ აგ­რეთ­ვე ადა­მი­ა­ნის სა­ხის კაც-ბა­სი­ლას და ერთ დიდ პურს - „კე­რია-ბე­რი­ას“, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ე­ბით აჭ­რე­ლე­ბენ. ამ ნამ­ცხ­ვ­რებს ოჯა­ხის უფ­რო­სი ცხრილ­ზე და­ა­ლა­გებს და ბე­ღელ­ში შე­ი­ნა­ხავს. მამ­ლის პირ­ვე­ლი ყი­ვი­ლი­სას „მაკ­ვ­რი­ე­ლი“ ან მეკ­ვ­ლე ცეცხლს და­ან­თებს. შემ­დეგ გა­რეთ გა­ვა, მარ­ხილ­ზე დაწყო­ბილ ნე­კერს მო­ტე­ხავს, ჩი­ჩი­ლაკს აიღებს და ბე­ღელ­ში შე­ვა. შემ­დეგ შინ შე­მო­ვა ლოც­ვით „შე­მოვ­დ­გი ფე­ხი გწყა­ლობ­დეთ ღმერ­თი. დი­ამც მა­მი­ვა ახა­ლი წე­ლი: შე­ძე­ნის და მო­გე­ბის, მშვი­დო­ბის და კარ­გად ყოფ­ნის, ვა­ჟი­ა­ნო­ბის, ღვი­ნი­ა­ნო­ბის, პუ­რი­ა­ნო­ბის“. შემ­დეგ წყლის მო­სა­ტა­ნად წა­ვა, მის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ყვე­ლა­ნი დგე­ბი­ან. მეკ­ვ­ლე ყვე­ლას ხელ­პირს და­ა­ბა­ნი­ნებს. სა­უზ­მის დროს კი, ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს „კე­რია-ბე­რი­ას“ უნა­წი­ლე­ბენ.

სვანეთში გან­სა­კუთ­რე­ბით ერი­დე­ბოდ­ნენ ახა­ლი წლის წი­ნა დღე­ებ­ში სტუმ­რად სი­ა­რულს, კლავ­დ­ნენ სა­ა­ხალ­წ­ლოდ გა­სუ­ქე­ბულ ღორს, რო­მელ­საც მე­ი­სა­რაი ერ­ქ­ვა, აცხობ­დ­ნენ პუ­რებს ჯვრე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და ტკბილ კვე­რებს. რო­გო­რი ამინ­დიც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მე­ფე­ხეს ღა­მე გა­რეთ უნ­და გა­ე­თია, რა­თა ოჯახ­ში გან­წ­მენ­დი­ლი შე­სუ­ლი­ყო და კარ­გი ფე­ხი შე­ე­ტა­ნა. ოჯა­ხის უფ­როსს აქაც თა­ვი­სი საქ­მე ჰქონ­და: ალი­ონ­ზე უნ­და ამ­დ­გა­რი­ყო, სა­ქონ­ლის­თ­ვის მი­ე­ხე­და, მე­რე კი სან­თ­ლე­ბით ხელ­ში შე­სუ­ლი­ყო შინ და ოჯა­ხი და­ე­ლო­ცა.

ახალ წელს ოჯა­ხის უფ­რო­სი კა­ცი, ერ­თი ქა­ლი და ერ­თი კა­ცი, სის­ხამ დი­ლა­ზე, ჩუ­მად ად­გე­ბოდ­ნენ, სა­ნო­ვა­გით სავ­სე გი­დელს წა­ი­ღებ­დ­ნენ, ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ხარს წა­იყ­ვან­დ­ნენ და წყალს და­ა­ლე­ვი­ნებ­დ­ნენ, უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას თან წყა­ლი მოჰ­ქონ­დათ. კა­ლო­ზე თოვ­ლის ზვინს დად­გამ­დ­ნენ, შუ­ა­ში ნაძ­ვის ხეს ჩა­ურ­ჭობ­დ­ნენ, გარს შე­მო­უვ­ლიდ­ნენ და მე­რე სახ­ლ­ში შე­დი­ოდ­ნენ. კა­ცი იძახ­და: „კა­რი გა­მი­ღეთ, ღვთი­სა და ხელ­მ­წი­ფის წყა­ლო­ბა მო­მაქვს!“ შე­ვი­დო­და სახ­ლ­ში, შე­იყ­ვან­და ხარ­საც, სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და კე­რას, შემ­დეგ აიღებ­და ხელ­ში ბე­დის პურს, რო­მელ­ზეც ელა­გა: თაფ­ლი, ხორ­ცი, ყვე­ლი, ფუ­ლი და ყვე­ლას მი­უ­ლო­ცავ­და ახალ წელს.

ახალ­წ­ლის ღა­მეს, სვა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ნო­ვა­გეს გი­დელ­ში ჩა­ა­ლა­გე­ბენ და სახ­ლის გა­სა­ვალ კა­რებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბენ, რომ მეკ­ვ­ლეს მზად დახ­ვ­დეს. მეკ­ვ­ლე კა­რზე და­ა­კა­კუ­ნებს შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბით: „ყორ მუ­კი­არ, ყორ მუ­კი­არ (კა­რი გა­ა­ღეთ) ღერ თე­მი­ში იხელ­წი­ფი ჟორ ამ­ღ­ვე, ყორ მუ­კი­არ (ღვთი­სა და ხელ­მ­წი­ფის წყა­ლო­ბა მო­მაქვს, კა­რი გა­მი­ღეთ).“

ხევსა და მთიულეთში ახა­ლი წე­ლი ხე­ვის­ბე­რე­ბის სა­რი­ტუ­ა­ლო მსვლე­ლო­ბით იწყე­ბო­და — ისი­ნი დრო­შას ააბ­რ­ძა­ნებ­დ­ნენ წმინ­და გი­ორ­გის ხატ­ში. რო­გორც კი ზა­რე­ბი ახა­ლი წლის დად­გო­მას აუწყებ­დ­ნენ, ტაძ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ხე­ვის­ბე­რე­ბი ჯერ ერ­თ­მა­ნეთს, მე­რე კი თემს მი­უ­ლო­ცავ­დ­ნენ ახალ წელს, მშვი­დო­ბა­სა და ბა­რა­ქას უსურ­ვებ­დ­ნენ. ამის შემ­დეგ წმინ­და გი­ორ­გი­სა და მთა­ვარ­დიდ­მო­წა­მის სა­ხე­ლის სა­დი­დებ­ლად იკ­ვ­ლე­ბო­და საკ­ლა­ვი და იწყე­ბო­და ზე­ი­მი.

სამცხე-ჯავახეთში ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი უმ­ძ­რახ წყალს ეზო­ში, სა­სი­მინ­დე­სა და ნა­ლი­ა­ში ას­ხუ­რებ­და; სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა­ზე, გარ­და ტკბი­ლე­უ­ლი­სა, ეწყო კა­რა­ქი, ხა­ვი­წი­ა­ნი კვე­რე­ბი, კარ­ტო­ფი­ლის ხინ­კა­ლი და ღვი­ნო. ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის სა­ხელ­ზე ცხვე­ბო­და სა­ბე­დო, ბა­ნის, სა­მეკ­ვ­ლეო და ხა­რის ქე­დის კვე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ოჯა­ხის უფ­რო­სი ყრი­და ერ­დო­დან და თან ლოც­ვა­საც აყო­ლებ­და.

31 დე­კემ­ბერს, მზის ჩას­ვ­ლი­სას, ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი, ხელ­ში რკი­ნის ჯო­ხით, სახლს სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და, თან ფუ­ძის ან­გე­ლოზს სთხოვ­და მი­სი ოჯა­ხი ეშ­მა­კის გზი­დან აეც­დი­ნა. სა­ღა­მო ჟამს დი­ა­სახ­ლი­სი შე­უდ­გე­ბო­და სა­ა­ხალ­წ­ლო კვე­რე­ბის გა­მოცხო­ბას. პირ­ვე­ლად გა­მო­აცხობ­დ­ნენ ბა­სი­ლას, რო­მელ­საც გრძე­ლი წვე­რი და ნიგ­ვ­ზის თვა­ლე­ბი ჰქონ­და. შემ­დეგ აცხობ­დ­ნენ: „ხა­რის ქე­დის“ მრგვალ კვე­რებს, ცხვრის „ბუ­ჟუ­ნას“, რომ­ლის ცომ­საც სახ­რე­ზე და­ახ­ვევ­დ­ნენ და ისე გა­მო­აცხობ­დ­ნენ, „ბე­დის პუ­რი“ ცხვე­ბო­და დი­დი და შიგ ატან­დ­ნენ თეთრ აბა­ზი­ანს.

შემ­დეგ დი­ა­სახ­ლი­სი აცხობ­და „ბა­ნის პუ­რებს“ და „ქა­თამ-წი­წი­ლას“ პუ­რებს, რო­მელ­საც ვაშ­ლის ფორ­მა ჰქონ­და და გარ­შე­მო ცო­მის ნის­კარ­ტებს უკე­თებ­დ­ნენ. აცხობ­დ­ნენ სა­მე­ურ­ნეო იარა­ღე­ბის ბე­დის კვე­რებ­ს: ცელს, გუ­თანს, ძრო­ხის ძუ­ძუ­ებს, პუ­რის ორ­მოს, ქე­რი­სას და დი­კი­სას.

ამის შემ­დეგ სახ­ლის უფ­რო­სი კვე­რებს სა­ა­ხალ­წ­ლო ტაბ­ლა­ზე და­ა­ლა­გებ­და. შუ­ა­ში ეს­ვე­ნა ბა­სი­ლა, რო­მელ­საც ხე­ლე­ბი გულ­ზე ჰქონ­და გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი. თავ­თან და ფე­ხებ­თან ბა­სი­ლას ბა­ნის პუ­რებს და­უ­დებ­დ­ნენ. ტაბ­ლა­ზე და­დებ­დ­ნენ თაფ­ლი­ან ჯამს, ჰალ­ვას, გო­ზი­ნაყს და ტყვი­ას. ამ ტაბ­ლას ოჯა­ხის უფ­რო­სი კე­რას­თან მიდ­გამ­და.

მამ­ლის ყი­ვი­ლი­სას ამ ტაბ­ლას აიღებ­და, ავი­დო­და სახ­ლის ბან­ზე და დარ­ბა­ზის გვირ­გ­ვინს სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და ლოც­ვით: „ერ­დო­სა შენ­სა შე­მოვ­დ­გი ფე­ხი, ჩე­მო ცოლ­შ­ვი­ლო გწყა­ლობ­დეს ღმერ­თი, ფე­ხი ჩე­მი, კვა­ლი ან­გე­ლო­ზი­სა, გწყა­ლობ­დეს წმ. ბა­სი­ლას მად­ლი.“

მეკ­ვ­ლე სახ­ლ­ში შეს­ვ­ლის დროს ასეთ ლექსს წარ­მოთ­ქ­ვამ­და:

„ახალ წე­ლი­წადს, წლის თავ­სა გიკ­ვ­ლევ ვა­ზი­სა ქი­თამ­ცა,

შე­ნიმ­ცა სახ­ლი ავ­სი­ლა ტყავ-კა­ბა-ზარ­ბა­ზი­თამ­ცა;

ცხენ­ზე­დაც შა­გის­ხ­დე­ბი­ან მშვილ­დის­რი­ან­ნი, ხმლი­თამ­ცა,

კარ­ზე­დამც მო­გად­გე­ბი­ან ცხენ-ჯორ-ამაფ­რა­ში­თამ­ცა;

ტახ­დ­ზე­დამც და­გიდ­გე­ბი­ან თავ-ოქ­რო-გვირ­გ­ვი­ნი­თამ­ცა,

მტე­რი სულ და­გიბ­მ­რავ­დე­ბის ეშ­მა­კი ხმა­ლით — ცი­თამ­ცა

მო­კე­თე ღმერ­თ­მა გიმ­რავ­ლოს, მოყ­ვა­რე მრა­ვალ გზი­თამ­ცა;

პურ-ღვი­ნო და­უ­ლე­ვე­ლი, ვით მო­ნა­დი­რე წყლი­თამ­ცა;

სი­ცოცხ­ლე გა­ხა­რე­ბუ­ლი, მო­უწყი­ნა­რი დღი­თამ­ცა;

ას­რე დას­ტ­კ­ბი ამ ქვე­ყა­ნას, ვით თაფ­ლი ფუტ­კ­რის სკი­თამ­ცა,

უხ­ვა­დაც მო­გე­ცე­მო­დეთ თვალ-მარ­გა­ლი­ტი ზღვი­თამ­ცა.“

 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება