მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. მონასტრებში მოღვაწე კალიგრაფები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. კალიგრაფია ხელობად ითვლებოდა. თანამედროვე ეპოქაში, როცა ხელით წერის ტრადიცია ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს და მას სულ უფრო ხშირად კომპიუტერი ენაცვლება, აუცილებელია ამ ტრადიციის წახალისება და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობის შეხსენება. ბევრი ადამიანი წერს ლამაზად და ეს საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი. ამიტომაც გადავწყვიტე ამ უმოქმედობის „ჟამს ჟამიანობისას“ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ „ლამაზი ხელის“ მქონე ადამიანები.
დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულმა კონკურსებმა, ბევრმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სულ საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო ასამდე ნაშრომი. ის ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ კონკურსების მიმდინარეობას აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ კონკურსანტების მიერ შესრულებული კალიგრაფიის ნიმუშებისადმი. ბევრი საუკეთესო ხელწერა აღმოვაჩინეთ, რომლებიც ნამდვილად დაამშვენებდა ხელნაწერთა მუზეუმს. მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის დიდოსტატებისა და სხვა ნომინაციებში გვყავს გამარჯვებული მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც.
კონკურსი განხორციელდა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. ( ორგანიზატორი ღვანკითის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე) კონკურსის მიზანი იყო : ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
მხატვრული კითხვის კონკურსი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და მოზარდებში სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. მოტივაცია იყო მაღალი, კონკურსანტები დაუყოვნებლივ ითხოვდნენ შედეგების გამოცხადებას. და აი შედეგებიც დაიდო: ნომინაციაში „კალიგრაფიის დიდოსტატი“ გამარჯვებულია ჯგალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა მიქავა. გთავაზობთ მის რამდენიმე ნაშრომს.
ნომინაციაში „კალიგრაფიის დიდოსტატი“ გამარჯვებულია განძის მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მერი გარიბიანი. იხილეთ მისი ნაშრომები:
ნომინაციაში „კალიგრაფიის ოსტატი“ გამარჯვებულია ღვანკითის საჯარო სკოლისა და ქუთაისის მეათე საჯარო სკოლის პედაგოგები ელისო ჩიქოვანი და მარინა მესხი.
იხილეთ მათი ნაშრომები:
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები არიან ასევე :
ჭიკაანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ეკატერინე ხარაზიშვილი.
არაგვისპირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გიორგი წიკლაური
ღვანკითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ გავაშელაშვილი
ცერონისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანი გელაშვილი
არაგვისპირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე ჩოხელი
განძის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ჰაიასტან ჰახვერდიანი
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე სალომე ჩიტორელიძე
ღვანკითის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანანო ასათიანი
ღვანკითის საჯარო სკოლის მეათე მოსწავლე მარიამ ცერცვაძე
კალიგრაფიის კონკურსში მოწონებების მიხედვით ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა ცერონისის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ლინდა ტარუაშვილმა, სიგელი გადაეცა ასევე კონკურსში მონაწილეობისათვის ღვანკითის საჯარო სკოლის მეცხრე ლასის მოსწავლეს, ზურა გავაშელაშვილს .
მხატვრული კითხვის კონკურსში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები არიან : ღვანკითის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სოფიო პერანიძე, მეათე კლასის მოსწავლე ბარბარე ხაჭაპურიძე, მერვე კლასის მოსწავლე ანანო ასათიანი და ითხვსის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ნინო დვალაშვილი.
კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსებში ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება