სიახლეები
სიახლეები

რა იცვლება ახალი წლიდან პედაგოგებისთვის? - სიახლეები, რომელიც სკოლებში ამოქმედდა
04-01-2021
-
+


2021 წელს სკოლებში რამდენიმე ცვლილება უკვე დაგეგმილია, რაც ძირითადად, პედაგოგებს, თუმცა მეტ-ნაკლებად მოსწავლეებსაც შეეხებათ.

მასწავლებლებისთვის ახალ წელი განსხვავებული საფიქრალით დაიწყო - ელექტროჟურნალი, რომელიც მოსწავლეთა სემესტრულ შეფასებას ავტომატურად აჯამებს, დიდი თავსატეხი აღმოჩნდა. ტექნიკური ხარვეზების გამო, მოსწავლეების ნაწილი ჯერ კიდევ პირველი სემესტრის ნიშნის გარეშეა დარჩენილი. პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ქულების შეყვანის ვადა 12 იანვრამდე შეუძლიათ. ელექტროჟურნალი დისტანციური სწავლების პერიოდში კიდევ უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდა, შესაბამისად, პედაგოგებს 2021 წლიდან მხოლოდ მატერიალურ ჟურნალში მუშაობა აღარ მოუწევთ.

მეორე სიახლე პედაგოგების ანაზღაურებაზე 100-ლარიანი დანამატია. მართალია, აღნიშნული დანამატი დაპირებულ ვადაზე დაგვიანებით დაირიცხება და ისიც 50 ლარით ნაკლები, თუმცა იანვრიდან სტატუსიან მასწავლებელთა ხელფასი 100 ლარით გაიზრდება და აქედან, პედაგოგების ანგარიშზე 80 ლარი დაირიცხება. 

მესამე მნიშვნელოვანი სიახლე ინტერნეტ ტარიფია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ სწავლების პერიოდში, 2020-2021 სასწავლო წელს, ინტერნეტი დაბალი ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 30 დღიანი ვადით ინტერნეტი 20გბ 10 ლარად შესთავაზონ. პაკეტის ფარგლებში ჩასართავ აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, განათლების სამინისტრო არ აკონკრეტებს. ამ ეტაპზე, ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, 2021 წელი სიახლეს მოუტანს სპეცმასწავლებლებსაც. ისინი პრაქტიკოსის სტატუსით გავლენ გამოცდაზე და კომპეტენციას დაადასტურებენ, რაც შემდეგ მათ პროფესიულ წინსვლასა და ანაზღაურების ზრდაზე აისახება.

2021 წელი სიახლით დაიწყება 500 მაძიებელი და 2900 უფროსი პედაგოგისთვისაც. მათ იანვარში სტატუსი აუმაღლდებათ. უფროსის სტატუსს მიიღებს 500 მაძიებელი, წამყვანის სტატუსს კი 2900 - უფროსი მასწავლებელი.

2021 წელს ასევე დაგეგმილია პრაქტიკოსთა გამოცდები, რომელიც 2020 წელს არ ჩატარებულა. პრაქტიკოსებს საბოლოოდ მიეცემათ საშუალება, კომპეტენცია დაადასტურონ და უფროსის სტატუსი მიიღონ. გამოცდების მოლოდინში არიან დირექტორობის მსურველებიც, რომელთა გამოცდაც 2020 წელს, პანდემიის გამო, გაურკვეველი დროით გადაიდო.

მასწავლებელთა პროფესიაში, ბოლო წლების განმავლობაში, ცვლილებები ხშირია. etaloni.ge კი პედაგოგებისთვის სიახლეების შესახებ მუდმივად ავრცელებს სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩვენს გვერდზე 2021 წელსაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას წაიკითხავთ.

ყველა პედაგოგს გილოცავთ შობა-ახალ წელს, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ!

ასევე დაგაინტერესებთ:

2020 სამასწავლებლოში, ანუ როგორი იყო ეს წელი პედაგოგებისთვის - ყველა სიახლე, რომლებიც პროფესიული წინსვლის სქემაში შევიდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება