მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ ბიბილაშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ლექსი მიუძღვნა.
ეტალონთა ეტალონი
ეს თამაში არა მარტო
ინტელექტუალურია,
აქ პრობლემა, ამოცანა
უფრო აქტუალურია.
ნიჭი, ღვთისგან ბოძებული,
უხვადაა გენში ერის,
ამაშია ჩვენი განძი -
პოტენცია სიძლიერის.
ხოლო წყალში უქმად რომ ვყრით,
ამითი ვართ, მართლაც, სუსტი,
ამისათვის საჭიროა
დიაგნოზი ნაღდი, ზუსტი.
რაც არსებობს, გაგაჩნია,
რატომ მალავ, რატომ ჩქმალავ?
ეს ხომ დანაშაულია,
ამიტომაც გეყო, კმარა...
ღმერთი მაღლით მიტომ გაძლევს
ამ სიმდიდრეს, მართლაც, ოქროს
უშურველად დაახარჯო საქართველოს,
შენს სამშობლოს.
მსურს, ისეთი გოგო-ბიჭი
ქართვლის დედამ მარად შობოს,
ადგებოდეს თავის თავს და
ადგებოდეს თვის სამშობლოს.
აი, აგერ ასპარეზიც
ეტალონთა ეტალონი,
ნეტავი, ვინ გაიმარჯვებს,
ვინ იქნება, ნეტავ, ლომი?
წარმატება ნებისყოფის
შენის გამომსახველია
და ეს არა მარტო შენი,
საქართველოს სახელია.
არა მარტო სახელითა,
სინატიფის მეტად ქონით
არის ინტელექტუალურ
თამაშების ეტალონი.
ამ თამაშმა, ჩემო გოჩა,
არა ჩემში, არა თქვენში,
ღირსი არის, დაივანოს
საფარანგეთის ქალაქ სევრში.
ამ ქალაქში ინახება
ეტალონთა მთელი წყება
და ხამს თუკი მათი სია
„ეტალონით“ დაიწყება.
მთელი სულით, მთელი გულით,
მთელი თავით, მთელი ტანით,
თქვენს სახელსაც, ჩემო გოჩა,
იმ სიაში შევიტანდი,
ვინაც არგო, ვინც უწამლა,
ერის წყლული აჩნდა წყლულად
და მშიერი სულიერად
დააპურა, დაარწყულა.
დედამიწა მსურს, დაიპყრას
„ეტალონმა“, აჰ, ნეტავ როს?
გაუმარჯოს ბატონ გოჩას,
გაუმარჯოს თვით „ეტალონს!“
ავტორი: გორის მუნიციპალიტეტის
პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი
მიხეილ ბიბილაშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება