მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია დიდებულიძე ჩანახატს გვთავაზობს, სადაც მოსწავლეთა აღზრდასა და მათში მოტივაციის გაღვივებაზე საუბრობს. მაია დიდებულიძე თავის ჩანაწერში მასწავლებლებს მიმართავს.
ბურატინოს ზღაპარი
„გახსოვთ ბურატინო? ბურატინო, რომელსაც პაპა კარლომ ანბანი უყიდა, სკოლაში გაგზავნა ის კი თეატრში მივიდა, გაიტაცა თეატრალურმა სამყარომ, ოქროს გასაღები აჩუქეს და მისი კარის საძებნელად უამრავი თავგადასავალი გადახდა, ცხოვრებაც ისწავლა თავისი შავთეთრი ფერებით და მეგობრებიც შეიძინა, ბოლოს კი მიაგნო თეატრის ჭუჭრუტანას, ოქროს გასაღებით გააღო და მთელი სამყარო გადაეშალა, და ამის მერე ის თოჯინებიც სკოლაში მოიყვანა და თვითონაც სკოლას დაუბრუნდა თავისი თეატრით. მისი გრძელი ცხვირიც, ეს ხომ ცნობისმოყვარეობის დიდ შემოქმედებით ძალებზე მიუთითებს, რომელის გარეშეც ბავშვის განვითარებაც შეუძლებელია. და ზღაპარმა ხომ უნდა მოგვახდვედროს, რომ ბავშვის გასაზრდელად მათ გულში ფერადი და დიადი ოცნებების ანთებაა, ცნობისმოყვარეობის გაღვიძებაა, რომელიც ბოლოს წიგნებთან, სწავლასთან მიიყვანს. მაგრამ მანამდე მისი სულია მთავარი, მშვენიერებისკენ სრაფვა, მგზნებარე მისწრაფებებია აუცილებელი, რომელსაც ჯერ თეატრი, ემოციები, მეგობრები, სიყვარული სჭირდება, ასეთი გულია სიკეთისთვის და სიყვარულისთვის, ყველა ოცნებისთვის ხალასი და მებრძოლი, მოდით ავყვეთ ბურატინოს ცხოვრების თამაშში და თეატრი სკოლაში მოვიტანოთ, მათი სულის და გულის გასახსნელად, მსახიობები კი თვითონ იყვნენ, სცენარისტებიც და რეჟისორებიც, სულის წრთობისთვის სიძნელებიც დავახვედროთ, მსახიობები, მწერლები, პოეტები, მოძღვარი შევახვედროთ, კეთილშობილება, გულმოწყალება, ქრისტეს გზა დავანახოთ, იმედი და რწმენა გავუძლიეროთ, რომ მათი სული თვითონ აინთოს წიგნების წასაკითხად, ნიუტონის და პითაგორას კანონების შესასწავლად, იმ ძალებით აღიჭურვონ ოცნებების ახდენაში რომ დაეხმარებათ ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!
უსაფრთხო სკოლისთვის, დამეთანხმეთ, მარტო მანდატურები და ჰიგიენური ნორმების დაცვა არ კმარა, როცა ჩვენი სჯერა, ბავშვი მაშინ გაიხსნება და მოგვენდობა! ბავშვს სიყვარული და ცნობისმოყვარეობა მოიყვანს სკოლაში, როცა იცის იქ ელოდებიან, იქ უყვართ, იქ საინტერესო ამბები ხდება, იქ ფერადი ზეიმებია, მასზე ზრუნავენ და იმედებით ავსებენ, მის პიროვნულ ღირსებებსაც აღიარებენ და სასიყვარულოდ გულს გაუღებენ, ჩვენი გულწრფელი მეგობრობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ფრთები ვაჩუქოთ, სიმამაცისთვის ძალები შევმატოთ, მაგრამ ფრენა არა, ფრენა თვითონ ისწავლონ, ჩვენ ცის სილაჟვარდეები დავანახოთ და ცის იქითა სამყაროს სანახავად თვითონ ისწავლიან ფრენას და...აფრინდებიან!
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს