მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ინკლუზიურ სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლას ჰყავს სსსმ მოსწავლეები, რომლებიც ყოველთვის აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სპეცმასწავლებელი ყოველთვის მუშაობს მოსწავლეებთან და სასურველ შედეგსაც აღწევს: საგნის მასწავლებლებთან ერთად ადგენს ინდივიდუალური მუშაობის გრაფიკს და გეგმავს სახალისო აქტივობებს.
„მოგეხსენებათ დღეს, მსოფლიო დაძაბულ სიტუაციაშია და მძვინვარებს კოვიდ-19, ამის გამო კი ყველა და ყველაფერი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. არც ჩვენი სკოლა ყოფილა გამონაკლისი. გასული სასწავლო წლის მარტიდან მოყოლებული, დღემდე დისტანციურად ვსწავლობთ. ყველამ კარგად იცის, რაოდენ ძნელია ინტერნეტის გამო მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებ სსსმ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ონლაინ კომუნიკაციას და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვას. 2019-20 სასწავლო წლიდან სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“. კომპლექსური დავალებები ჩაატარეს მასწავლებლებმა და შეძლეს თითქმის ყველა სსსმ მოსწავლის ჩართვა. მეშვიდე და მერვე კლასებშიც განხორციელდა ადაპტირებული კომპლექსური დავალებები, სადაც მოსწავლეებმა დიდი აქტიურობა გამოიჩინეს. მეშვიდეკლასელებმა საბა ყურშუბაძემ და ნინო ცეცხლაძემ შეასრულეს ორი საგნის კომპლექსური დავალება: მათემატიკაში და ბიოლოგიაში. ჩაატარეს ცდა-დაკვირვებაც და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. მიუხედავად სიძნელეებისა, მჯერა, ეს მოსწავლეები მათი მშობლების დახმარებით, ყოველთვის შეძლებენ მიზნის მიღწევას.
საბა ყურშუბაძე სკოლას და სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ ახალ წელს! ღმერთმა ქნას, მალე დადგეს ის დრო, როცა კოვიდ-19 მთლიანად დამარცხებული იქნება და ყველანი პირდაპირ საკლასო ოთახებში შევხვდებით ერთმანეთს და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას!“- აღნიშნავს სპეცმასწავლებელი ნანა მაჭუტაძე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება