სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების ხელფასების შესახებ საქართველოს მთავრობა ინფორმაციას აქვეყნებს
05-01-2021
-
+


ვის ეზრდება შემოსავალი 2021 წელს? - საქართველოს მთვარობა ავრცელებს ინფორმაციას იმ პროფესიის წარმომადგენლებზე, რომლებსაც ხელფასი ეზრდებათ. 

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში შედიან მასწავლებლებიც და ამაზე მათ უკვე არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია. 

„2021 წლის ბიუჯეტით, 2021 წლის იანვრიდან გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით.

მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წელს მასწავლებელთა ხელფასი 1030-დან - 2000 ლარამდე იქნება;

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ მასწავლებლებზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით;

2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით“, - აღნიშნულია პედაგოგების ნაწილზე მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ინფორმაციაში. 

გარდა ამისა, საუბარია სასწრაფო სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურების 100 ლარით,  COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურების 50%-ით, პოლიციელების და მეხანძრე-მაშველთა ანაზღაურების 125 ლარით გაზრდაზე. 

მთავრობის ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასები არ იზრდება.

გარდა ამისა, 2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიები გაიზარდა, განსხვავებული ოდენობებით, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

დირექტორების საყურადღებოდ - სკოლებს მასწავლებელთა რეპორტი მიეწოდათ

მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მიერ ჩატარებული აპრობაციის შედეგები ცნობილია

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს

პატარა ბუნების მოყვარულები თავად პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს რესურსების შექმნასა და მიზნობრიობის შესახებ
 

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება