მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვირუსის ახალი შტამის და ახალგაზრდებში მისი გავრცელებისა თუ საშიშროების შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით მწირია, თუმცა ცნობილია, რომ მისი გავრცელება უფრო სწრაფად ხდება.
„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, ისაა რომ ახალი ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე დაწესებული წესების დაცვის კუთხით ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ახალი შტამი 19 წლამდე ახალგზარდებში გვხვდება ყველაზე მეტად - გავრცელებულ მოსაზრებაზე, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს ვარაუდი გამოითქვა, თუმცა აღნიშნულის მეცნიერული საფუძვლები არ არსებობს.
„რომელ ჯგუფს მეტად აზარალებს ეს შტამი და არის თუ არა რაიმე განსხვავება დასაბუთება არ გვაქვს. იმის მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, ეს შტამი მეტად აზარალებს თუ არა ახალგაზრდა თაობის ადამიანებს. გარკვეული ვარაუდი ამასთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა ეს მონაცემი დადასტურებული არ არის. ერთადერთი რაც ცნობილია, ის არის რომ მისი გავრცელების სისწრაფე შეიძლება უყოს უფრო მეტი ვიდრე, პირველი შტამის შემთხვევაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს