სიახლეები
სიახლეები

„არ უნდა გავხსნათ სკოლები და საბავშვო ბაღები, ახალი შტამი ბავშვებისთვის საშიშია“ - ბრიტანელი ეპიდემიოლოგი მოწოდება მსოფლიოს
05-01-2021
-
+


საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის ერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა. როგორც გვითხრეს, მოძიებულია კონტაქტები და მისი გავრცელების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა ფაქტია ახალი საფრთხის წინაშე დავდექით, მით უმეტეს, რომ ეს შტამი განსაკუთრებით ბავშვებისა და 19 წლამდე პირებისთვისაა საშიში. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანელი ეპიდემიოლოგები სწორედ ამას ამბობენ.

„კორონავირუსის ახალი შტამი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის“, - განაცხადა  ლონდონის სამეფო უნივერსიტეტის უფროსმა ეპიდემიოლოგმა, მარია დიპტი გურდასანიმ  და დასძინა, რომ კოვიდ 19-ის ახალი შტამის მიმართ ბავშვებთან ერთად, 19 წლამდე პირები მოწყვლადები არიან - აქედან გამომდინარე, საფრთხე მხოლოდ ის არაა, რომ ვირუსი უფრო ფართო ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს, არამედ, ისიც, რომ ბავშვები ვირუსის უკონტროლო გადამტანები არიან და შესაბამისად, ახალი შტამის უფროსებზე გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არამედ მსოფლიოში, არავითარ შემთვევაში, არ უნდა გავხსნათ სკოლები და საბავშვო ბაღები, სანამ ამ დაწესებულებების უსაფრთხოებას ბოლომდე არ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა გურდასანიმ

ეპიდემიოლოგის მონაცემებით, ახალი გენეტიკური ვარიანტის გავრცელების კოეფიციენტი დაახლოებით 1.74-ჯერ აღემატება SARS-Cov-2-ს - ეს დაახლოებითი მაჩვენებელია იმისა, რამდენ ადამიანს აინფიცირებს პაციენტი იზოლაციამდე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრმა, ბორის ჯონსონმაც აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 70 პროცენტით გადამდებია ვიდრე მისი წინამორბედი.

ალბათ ყველა ვფიქრობდით, რომ ბრიტანეთი შორსაა, ფრენები არ არის და ვირუსის სახეცვლილება საქართველოში გვიან შემოაღწევდა, მაგრამ ნურას უკაცრავად - კოვიდის ახალი შტამის დადასტურებული ერთი შემთხვევა უკვე გვაქვს;  ადგილობრივი ეპიდემიოლოგები კი გვიმტკიცებენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან ის აგრესიულობით არ გამოირჩევა და დაავადების იგივე მიმდინარეობა აქვს, როგორც წინამორბედს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში როგორ იცავენ რეგულაციებს, არსებობს რისკი, ახალი გამოწვევის წინაშე დავდგებით. და აქ უკვე საინტერესოა სკოლების საკითხი - გაიხსნება ისინი მაშინ, როდესაც ახალ შტამს გავრცელების სისწრაფე ახასიათებს და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია?

მართალია, ჯერჯერობით ამ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია და არც პანიკას ვთესავთ, უბრალოდ თუ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით, სკოლებისა და საბავშო ბაღების გახსნის საკითხი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, კვლავ დიდი კითხვისნიშნის ქვეშ დგას. თუმცა დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, რას უქადის კორონავირუსის სახეცვლილება საქართველოს სასკოლო საზოგადოებასა და ზოგადად, მოსახლეობას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება