მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „ზღვაური-2020“-ის შედეგები ცნობილია. გამარჯვებულთა შორის არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. პოეზიის მიმართულებით ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა მე-12 კლასის მოსწავლე ნია ქიზინიძემ. გარდა ამისა, ფინალისტის დიპლომი მოიპოვა მე-9 კლასელმა ლუკა ფუტკარაძემ.
სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს!
„ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული უმძიმესი მდგომარეობისა და კონკურსის ჩასატარებელი თანხის უქონლობის მიუხედავად, ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა გადავწყვიტეთ აბსოლუტურად „შიშველი ხელებით“ ჩაგვეტარებინა ეს კონკურსი.
მადლობა ჩვენს მხარდამჭერთ: საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა რეგიონული კავშირის თავმჯდომარეებს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს (ჟიურის თავმჯდომარე), ბატონ დავით თედორაძეს (ჟიურის საპატიო წევრი), ჟიურის წევრებს, არაერთი პრემიის ლაურეატ მწერალსა და იურისტს, ჩვენს უდიდეს გულშემატკივარს, ბატონ ირაკლი შამათავას, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორს, ქალბატონ ლალი კონცელიძეს, ნიჭიერ პოეტ ანა-ქალთამზე სურმანიძეს.
ასევე, მადლობა თანადგომისთვის აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, ქალბატონ თამარ მესხიძეს, საერო ელიტური სკოლა „გორდას“ დირექტორს, ქალბატონ ნინო მურვანიძეს, საორგანიზაციო გუნდის წევრ ლელა რაზმაძეს, მხარში დგომისა და ჩატარებული სამუშაოებისთვის.
წელს მხოლოდ კეთილი ადამიანების და მხარდამჭერების იმედად ვართ. თუ ვინმე კეთილმოსურნე მეცენატი გამოჩნდება, სიხარულით მივიღებთ, რათა იმ ახალგაზრდებს, რომელთა სიასაც ახლა აქ ვაქვეყნებთ, გულში სიკეთის, სიხარულისა და მადლიერების მარცვლები გავუღვივოთ. მათი გახარების სურვილის გაჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, პირადად დამიკავშირდეთ და მათ კოორდინატებს მოგაწვდით.
გამარჯვებულთა დასაჯილდოებლად გამოყოფილი წიგნების ნაწილი, საქართველოს მწერალთა კავშირის და აჭარის მწერალთა სახლის კეთილი ნების გამოხატულებაა. დანარჩენი ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან გაიცემა.
პატივისცემითა და მადლიერებით,
კონკურსის პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი,
პოეტი ბელა ქებურია
ბათუმი, 2020 წლის 5 დეკემბერი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება