მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება 31 დეკემბრიდან დაიწყო, ტესტირება არასრულწლოვანთა და ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ აღნიშნა, არასრულწლოვანთა ტესტირების შედეგად კოვიდზე დადებითი პასუხი არც ერთ პატიმარს არ ჰქონია. კოვიდი დაუდასტურდა 23 ქალ პატიმარს.
„ქვეყანაში შემქნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური ტესტირება. ეს პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება. ტესტირება 31 დეკემბრიდან დაიწყო. პირველ რიგში ამას დაემქვემდებარა არასრულწლოვანთა, ბავშვთა პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი, შემდგომ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც ტესტირების შედეგად 23 პირს დაუდასტურდა კოვიდი. ყველა მათგანი იზოლირებულია, ასევე მათი თანამესაკნეებიც. არავითარი საფუძველი აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის, არ არის. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ცხრა ათასამდე ადამიანის, მათი ოჯახების წინაშე, არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს
„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“