სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

სპეცილური მასწავლებლები იბრძვიან სხვა მასწავლებლებს გაუთანაბრდნენ - ინტერვიუ სფეროს სპეციალისტთან
06-01-2021
-
+


საგანამანთლებლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული რგოლი სპეცმასწავლებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდგომ როგორც იქნა ისინი მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში ჩაერთვნენ და სტატუსებიც მიენიჭათ, მაინც ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან. დაბალი ხელფასები და დაუფასებლობა არის ის, რასაც ისინი სკოლიდან იღებენ.

სპეცმასწავლებლების პრობლემებზე, სისტემაში არსებულ ხარვეზებს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი გვესაუბრა:

 - წლების შემგდომ სპემცასწვლებლებიც ჩაერთნენ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში და მათ სტატუსებიც მიენიჭათ, თუმცა ეს მათ ანაზღაურებაზე არ ასახულა.  არის თუ არა ცნობილი, როდიდან გაიზრდება სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება?

- სპეციალურ მასწავლებლებს, ყველას მიენიჭა სტატუსი ვისაც ეკუთვნოდა, თუმცა ეს მათ ხელფასებზე ჯერ არ ასახულა. როგორც განათლების სამინისტრო ამბობდა, იანვრიდან უნდა გაეზარდოთ სპეცმასწავლებლებს ხელფასი და ამ თვეში ჩაერიცხებათ თუ არა მომატებული ანაზღაურება ვერ გეტყვით.

- კარიერული წინსვლის სქემაში სპეცმასწავლებელთა ჩართვის შედეგად ყველას, ვინც სკოლაში იყო დასაქმებული ავტომატურად მიენიჭა პრაქტიკოსის სტატუსი. თუმცა, ვისაც შემდგომ მოუნდება სკოლაში სპეცმასწავლებლად დასაქმება მათ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ?

- თუ აქამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლო სპეცმასწავლებლად დასაქმება, ახლა კანონის შეცვლის შემდგომ ასე აღარ იქნება. ახალა ის არის რომ მხოლოდ მასწავლებლის სტატუსი უნდა ჰქონდეს პირს, რომ სპეცმასწავლებლად დაიწყოს მუშაობა. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ეს კანონიც შესაცვლელია და იმედია შეიცვლება. რათა მონათესავე სფეროს წარმომადგენლებმაც შეძლონ სფეროში დასაქმება. კანონზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა კვლავ არ არის დასრულებული.

- პირველად ჩაუტარდებათ გამოცდა სპეცმასწავლებლებს, ეს გამოცდა იქნებ მხოლოდ უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად თუ შესაძლებელი იქნება აპლიკანტებმა წამყვანის სტატუსიც მოიპოვონ?

- პირველი გამოცდა მხოლოდ უფროსების იქნება.

- როგორი ტიპის იქნება სპეცმასწავლებლების გამოცდა და რაზე იქნება აქცენტი გაკეთებული?

- გამოცდას ერქმევა სპეციალური მასწავლებლის უნარების გამოცდა. ძირითადი აქცენტი იქნება  სხვდასხვა დარღვევების შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს სწავლების სტრატეგიები. ეს იქნება გამოცდის ძირითადი პრინციპები.

- სქემაში ჩართვის შემდგომ რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომელიც სპეცმასწავლებლებისთვის უნდა გაკეთდეს?

- პირველ რიგში სკოლების დონეზეა კულტურა შესაცვლელი. მხოლოდ სამინისტრო ვერ გიკარნახებს ვინ და როგორი კადრი გჭირდება. როცა სკოლებს აჰყავთ კადრი უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან მასწავლებლები, რომლებსაც სპეციფიკური ცოდნა აქვთ იმისთვის, რომ ასწავლონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ჩაატარონ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს იმისთვის, რომ ბავშვი დაეწიოს ეროვნულ სასწავლო გეგმას. დღეს ეს აღქმა არ არის სკოლებში. დირექტორებს და შემდგომ მასწავლებლების გუნდსაც ეს ადამიანები აღქმული ჰყავთ, როგორც მათი დამხმარეები და ასისტენტები, რომელთა ერთადერთი  ვალდებულება ის არის, რომ გაკვეთილზე ვინმე ხელს თუ შეუშლის მათ გაიყვანონ.

- არის თუ არა ამ მიდგომის ჩამოყალიბება იმის ბრალი, რომ თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა სკოლებში სპეცმასწავლებლის შეყვანა?

- ზოგადად, ძალიან რთულია სისტემის დადანაშაულება, რადგან როცა სპეციალური მასწავლებლის და კონსულტაციური განათლების კოორდინატორების კადრი გაჩნდა, მაშინ არ გვყავდა კარგი სპეციალისტების კადრი და სისტემა იძულებული იყო შეეშვა ისეთები ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დაინტერესებულნი იყვნენ ამ სფეროთი და გზადაგზა ტრენინგებით გაეძლიერებინა ისინი.

ნებისმიერ სპეციალობაში ასეა, სოციალური მუშაკები იქნებიან თუ სხვა სფეროში ისინი იცავენ თავიან რეპუტაციას, ვის დაერქმევა ეს სახელი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიის დაცვა არის იმის წინაპირობა, რომ ეს სტატუსი ასაგდები არ გახდეს სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ. იმის გამო, რომ სფეროში ძალიან ბევრი ისეთი კადრი შევიდა, რომლებმაც კომპეტენცია ვერ აიმაღლეს და დამატებითი ცოდნა ვერ შეიძინეს გახდნენ გარიყულები სფეროს სპეციალისტების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მასწავლებლები გვყავს ისეთი, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს კარგი მასწავლებლები, მაინც პედაგოგის პროფესია უფრო პრესტიჟული აღმოჩნდა, ვიდრე სპეცმასწავლებელი იყო და ბევრი პრობლემა წარმოშვა არაკომპეტენტურობის გამო, თუმცა  ახალა სფეროში ძალიან ბევრი კარგი კადრია და იმედი მაქვს მიდგომაც შეიცვლება.

- რა აუცილებელი ცვლილებებია ახლა გასაკეთებელი, თუნდაც იმისთვის, რომ მათი რეპუტაცია გაუთანაბრდეს მასწავლებლებისას?

- სპეცმასწავლებლები იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა მასწავლებლებს მაინც გაუთანაბრდნენ, თუმცა ჯერჯერობით ესეც არ მომხდარა, რადგან როგორც უკვე ვთქვით არც ხელფასი არ არის მომატებული. გამოცდაც არ ჩატარებულა, მისმა გადადებამ ძალიან ცუდად იმუშავა, რადგან ძალიან ბევრი კარგი კადრის გადინება მოხდა სისტემიდან. არც ერთი კარგი კადრი არ გაჩერდება 400 ლარად წლების განმავლობაში. შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს გაიწელება ეს პროცესი მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ეს სფეროზე.

ელემენტარულად ჯერ მასწავლებლებლებს რა ხელფასი აქვთ და მერე რომ ამ ხელფასსაც არ აძლევს სპეცმასწავლებელს, რა თქმა უნდა წავა და ძალიან ბევრი წავიდა. დიდი იმედი მაქვს ჩატარდება ეს გამოცდა და შეგვრჩება პროფესიონალი კადრები.

- რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც ცნობილია, სტატუსის ამაღლების შემდგომ ხელფასი მათაც გაეზრდებათ. პედაგოგების მსგავსად მოხდება მათთვის ხელფასის განსაზღვრა თუ განსხვავებული პრინციპი იქნება?

- ზოგადად, სანამ მე სისტემაში (მასწავლებლის სახლი) ვმუშაობდი საუბარი იყო, რომ ანაზღაურების ფორმატი შეცვლილიყო. ახლა ითვლება რომ ყველა სპეცმასწავლებელი მუშაობს სრულ განაკვეთზე, მიუხედავად იმისა როგორია მისი დატვირთვა, რამდენ ბავშვს ასწავლის, რა ტიპის დარღვევების მქონე ბავშვს ასწავლის. შეიძლება მას საქმე საერთოდ არ ჰქონდეს და დირექტორი მაინც ტოვებდეს სკოლაში, რადგან სრულ განაკვეთზე მუშაობს, ასეთი გაუგონარი რაღაცებიც ხდება. ეს შესაცვლელია, რადგან თუ მასწავლებელი რაც უფრო მეტ გაკვეთილს ატარებს მით უფრო მეტ ხელფასს იღებს, აქაც ასე უნდა იყოს. თუმცა სპეცმასწავლებლების შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე, რადგან ისინი გაკვეთილებს არ ატარებენ განსაზღვრულად. მისი სამუშაო გრაფიკი ცოტა სხვანაირია. შეიძლება კლასში შევიდეს, შეიძლება დამოუკიდებელ რესურსებზე იმუშაოს და ამას ესე საათობრივად ვერ დაითვლი, თუმცა შესაძლებელია რაღაც მოდელზე შეთანხმება, რათა განვასხვაოთ ადამიანები რომლებიც ბევრს მუშაობენ, ადამიანებისგან რომლებსაც ნაკლები სამუშაო აქვს. თუმცა ესეც არ მომხდარა ჯერჯერობით.

ჯერჯერობით სტატუსის ანაზღაურებაც ერთნაირი იქნება, რადგან სისტემა ვერ ასხვავებს სამუშაო დატვირთვას, მაგრამ ვთვლი რომ განსხვავებული უნდა იყოს. იქნებ  ადამიანს ნახევარ განაკვეთზე უნდა სკოლაში მუშაობა, რატომ  უნდა მიიღოს იგივე ტიპის ანაზღაურება, რასაც ის იღებს ვინც სრული დღეა სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება