TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

რას შეიძენს მასწავლებელი ხელფასით საქართველოში - პედაგოგებს საკუთარი ანაზღაურებით ზოგან  რამდენიმე აიფონის ყიდვაც შეუძლიათ
02-02-2021
-
+


მასწავლებლის ხელფასი მნიშვნელოვანი და ხშირად განხილვადი თემაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პედაგოგიურმა საზოგადოებამ იანვარში უკვე მომატებული ანაზღაურება აიღო, ოღონდ დაპირებული 150-ის ნაცვლად, 100 ლარი და თუ საშემოსავლოს გადასახადსა და საპენსიო დანაზოგს გამოვაკლებთ, ეს თანხა 80 ლარს არ აღემატება. ბუნებრივია, ამან პედაგოგებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და არცაა გასაკვირი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა ხელფასი აქვთ მასწავლებლებს მსოფლიოში.

აი, მაგალითად, მექსიკაში მასწავლებლის წლიური ხელფასი 68 343 დოლარია, ხოლო თვეში ეს თანხა 5 695 აშშ დოლარს შეადგენს; გერმანიაში პედაგოგი წლიურად 61 317 დოლარს იღებს, თვეში კი - 5 110-ს; აშშ-ში ეს თანხა 42 695 დოლარია, თვეში - 3 558 აშშ დოლარი; საფრანგეთში მასწავლებლები წელიწადში 30 656 აშშ დოლარს იღებენ, რაც თვეში 2 554 დოლარს ნიშნავს; ავსტრალიაში მათი ხელფასი 39 135 აშშ დოლარია, თვეში კი - 3 260 დოლარი.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა გამოცემამ, მსოფლიო პედაგოგთა ხელფასები აიფონებით დაიანგარიშა და დახლოებით ასეთი სურათი მიიღო:

მექსიკელ მასწავლებელს თვეში, 5 აიფონის ყიდვა შეუძლია, გერმანელს 4,5-ის, პედაგოგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან 3,5 აიფონს იყიდის, ფრანგი მასწავლებელი 2,5-ს, ავსტრიელი კი 3-ს. შეგახსენებთ, რომ საუბარია აიფონ 12-ზე და სურათი, რომელიც მივიღეთ, სატირალი რომ არ იყოს, ღიმილისმომგვრელი იქნებოდა ჩვენი პედაგოგებისთვის... და თუ რატომ - ახლავე აგიხსნით:

ვნახოთ, რისი ყიდვა შეუძლია საქართველოში მასწავლებელს საკუთარი ხელფასით, რომელიც სტატუსისა და კომპეტენციის მიხედვით, საშუალოდ, 800 ლარია.

დავიწყოთ აიფონ 12-ით - საქართველოს ღვაწლმოსილი პედაგოგი, საკუთარი ხელფასით, სულ რომ საარსებო არ დაიტოვოს, მეოთხედი აიფონის ყიდვას ახერხებს! ასევე შეუძლია, შეიძინოს წვრილი საოჯახო ტექნიკა; ან წავიდეს რომელიმე ჰიპერმარკეტში და ერთი თვის ხელფასი სრულად დატოვოს, რადგან პროდუქტი საოცრადაა გაძვირებული... ამას დაუმატეთ, კომუნალური გადასახადი, გზის ხარჯი და მერე აღარ იქნება საჭირო მათემატიკოსობა იმის დასათვლელად, რამდენით გაიზარდა საქართველოს მასწავლებელთა ხელფასები. ფაქტია - უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, ჩვენს მასწავლებლებს მიზერული ანაზღაურება აქვთ და საკუთარი ხელფასით აიფონ 12 რომ შეიძინონ, ნახევარი წელი დასჭირდებათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება