მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისოა. მოსწავლეებმა სემესტრი ნაყოფიერად დაასრულეს.
მოსწავლეები გამოირჩევიან მოსწრებით. პედაგოგი ეთერ ტაკიძე მათ საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს და აქტივობებს სთავაზობს და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდის. პირველკლასელები ხალისით ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს.
„პირველ კლასში მყავს 14-მოსწავლე. ასწრებს 14-ვე მოსწავლე. მათგან 11 10- ქულიანია, 3- ცხრაქულიანი. სექტემბრიდან დღემდე ორჯერ ჩავატარე ონლაინ მშობელთა კრება. მშობლებთან და ბავშვებთან მქონდა აგრეთვე პირდაპირი შეხვედრებიც. კლასში ვატარებდი კლასის საათებს. ხშირად ვუკითხავდი მოსწავლეთა ქცევის წესებს. ეს ძალიან გამომადგა გაკვეთილის მსვლელობაში. მოსწავლეებს ხშირად ვუკითხავდი პატარა მოცულობის მოთხრობებს და ლექსებს. დავავალე მათთვის საყვარელი ზღაპრის მოსმენა. აირჩიეს -„წითელქუდა“. შემდეგ გავაკეთე ყველა ეპიზოდის დასურათება. სურათების მიხედვით ბავშვებმა ზეპირად თანამიმდევრობით ააგეს ზღაპარი. მათ მშობლებიც დამეხმარნენ. ასე გავაკეთეთ კომპლექსური დავალება.
სემესტრის ბოლოს ჩავატარე ზეპირი ტესტები. ჩატარებულმა ტესტებმა გადამაწყვეტინა ბავშვების შეფასების დონე. იციან ხმოვნები, თანხმოვნები, სიტყვების მარცვლებად დაშლა, მარცვლების ბგერებად. სიტყვებისაგან წინადადებების შედგენა, კითხვების დასმა და პასუხის გაცემა.
მათემატიკაში იციან შესწავლილი რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა. 20-მდე წინ და უკუ თვლა. იციან წინმდგომი და მომდევნო რიცხვების დასახელება. იციან რიცხვების მიმატება და გამოკლება, მეტობა და ნაკლებობა. ცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს. ვაჩვევ ამოცანების შედგენასა და ამოხსნას. იციან ლექსები, ენის გასატეხები, ანდაზები შესწავლილი ანბანის მიხედვით. ძალიან მაღალ დონეზეა მშობელთა მობილიზაცია. მადლობელი ვარ ამისათვის“,- აღნიშნავს ეთერ ტაკიძე.
ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ნატალია კეჭეხმაძემ მოგვაწოდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება