მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკაში ტრანსპორტის მინისტრი ელეინ ჩაო და განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის გამო, თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ელეინ ჩაომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენებით, რომლის თავიდან აცილება სრულებით შესაძლებელი იყო. გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განათლების მინისტრმაც წარუდგინა. ბეტსი დევოსი წერს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრა „არაკეთილსინდისიერი საქციელია.“
6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია