მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების ნაწილს, რომლებმაც გარედაკვირვება გაიარეს, წამყვანის სტატუსი „ესქულში“ ჯერ არ ასახვია. არადა თუ სტატუსი ასახული არ არის, დანამატის მიღებას ვერ შეძლებენ. პედაგოგების ნაწილი შიშობს, რომ თუ ეს პროცესი დროში გაიწელება, დანამატის დარიცხვა იანვარში ვერ მოესწრება და მხოლოდ თებერვლიდან მიიღებენ წამყვანის ანაზღაურებას. ამ არასასიამოვნო მოლოდინის საფუძველს კი ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეებიც იძლევა.
ეჭვს ის უფრო ამძაფრებს, რომ განათლების სამინისტროს მათ ცხელ ხაზზე უპასუხეს - „სავარაუდოდ იანვარში აისახება“. იანვრის ბოლომდე კი თუ ეს ვერ მოხერხდა, ნამდვილად ვერ მიღებენ დანამატს თებერვლამდე, რაც წინასწარვე მასწავლებელთა დიდი უკმაყოფილების მიზეზია.
ამიტომ გადავწყვიტეთ საკითხის გარკვევა და Etaloni.ge განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა, საიდანაც მასწავლებლის სახლთან გადაგვამისამართეს.
მასწავლებლის სახლმა კი ჩვენს კითხვას - რატომ არ აესახათ „ესქულში“ პედაგოგებს სტატუსი და მოასწრებენ თუ არა ისინი იანვარში წამყვანის სტატუსის დანამატის მიღებას - ასე უპასუხა:
„ბრძანებები უკვე გადაგზავნილია და სტატუსი „ესქულში“ 14-16 იანვარს უკვე აესახებათ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ხელფასებზე ვერფერს გეტყვით“.
თუმცა, თუ ამ საკითხის ოფიციალური ნაწილი 16 იანვრამდე მართლაც მოგვარდება, წესით, დანამატის გაცემის პრობლემა არ უნდა შეიქმნას. ასე რომ, პედაგოგებს წამყვანის სტატუსი, თუ მასწავლებლის სახლს დავუჯერებთ, 16 იანვრამდე აესახებათ „ესქულში“ და ისინი სტატუსის დანამატის მიღებასაც უპრობლემოდ შეძლებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია