მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. ამჟამად, ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი.
სკოლაში მოწყობილია 300 მოსწავლისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები, აგრეთვე, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და კომპიუტერების კაბინეტები, ბიბლიოთეკა და სასადილო. მოსწავლეთა ფიზიკური მომზადებისთვის საჭირო ინვენტარით მოწყობილი სპორტული დარბაზი, ხოლო კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობის ჩასატარებლად - სააქტო დარბაზი.
„დღეს სოფელ ზემო მაჩხაანში ყველა თაობისაგან გაიგონებთ - „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ამ ნათქვამს თან ახლავს ის მწარე რეალობა, რომ 2015 წლის 4 ოქტომბერს სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა საუკუნოვანი შენობა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობისა და სკოლის დირექციის კოორდინირებული თანამშრომლობით მეორე დღესვე გამოინახა ფართი საკლასო ოთახების მოსაწყობად და არ შეფერხებულა სასწავლო პროცესი, მაგრამ მაინც შეიქმნა სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის საშიშროება. მალევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ დაგეგმა აშენებულიყო სკოლის ახალი შენობა და განათლების სამინისტრო 5 მილიონ ლარს გამოყოფდა მშენებლობის დასაფინანსებლად. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანმიმდევრული მუშაობითა და მაქსიმალური ზედამხედველობით წუთით არ შეფერხებულა მშენებლობა. და აი, 2020-2021 სასწავლო წელს, რომ არა პანდემია, მოსწავლეთა ჟრიამული აავსებდა სკოლის შენობას, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. სკოლაში მოწყობილია 300 მოსწავლისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები, აგრეთვე, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და კომპიუტერების კაბინეტები, ბიბლიოთეკა და სასადილო. მოსწავლეთა ფიზიკური მომზადებისთვის საჭირო ინვენტარით მოწყობილი სპორტული დარბაზი, ხოლო კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობის ჩასატარებლად - სააქტო დარბაზი. შენობა სრულადაა აღჭურვილი სსსმ და შშმ პირებისთვის - დამონტაჟებულია ლიფტი, მოწყობილია პანდუსები, ადაპტირებულია სველი წერტილები. სპეციალურად სკოლისთვის მოეწყო ჭაბურღილი, რომელიც უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას. ახალი სკოლის პროექტში გათვალისწინებულია ექიმისა და მანდატურის ოთახების კეთილმოწყობა და აღჭურვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. სკოლა აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით და ხანძარსაწინააღმდეგო აპარატურით. სკოლაში გაყვანილია ცენტრალური გათბობა და მოწყობილია სველი წერტილები. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურამ სკოლა ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყო. დასრულების ფაზაშია ეზოს კეთილმოწყობა. ზემო მაჩხაანი დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული სოფელია. მის სიმდიდრესა და მშვენიერებას შეემატა ულამაზესი განათლების კერა, რისთვისაც, საჭიროდ ვთვლით, მოსწავლეებისა და მათი მშობლების, პედკოლექტივის და თითოეული ზემო მაჩხაანელის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ უწყების მესვეურს, განსაკუთრებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელთაც პრიორიტეტად დაისახეს მომავალი თაობის განათლება და ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაზე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება