მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უნდა ჩაიწეროს თუ არა ელექტრონულ ჟურნალში დისტანციურ სწავლებამდე საკლასო ჟურნალში დაწერილი ნიშნები? - ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ბევრ მასწავლებელს აინტერესებს. მოგეხსენებათ, ელექტრონულ ჟურნალში ქულების ასახვა და სემესტრული ნიშნის სწორად გამოყვანა მასწავლებლების პრობლემად იქცა.
2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ზოგ სკოლაში თავიდანვე დისტანციურად დაიწყო, თუცა ბევრია სკოლა, სადაც სწავლა მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში დაიწყეს, შუა სემესტრში კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები სემესტრული შეფასების დროს? აუცილებელია, რომ ელექტრონულ ჟურნალში აისახოს საკლასო ოთახებში სწავლის დროს დაწერილი ქულები? - ამ საკითხზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტებას აკეთებს:
„ჟურნალი ითვლის სემესტრულ ნიშანს, აქედან გამომდინარე, საჭიროა სრულად ასახოთ სემესტრის მონაცემები. ელექტრონული ჟურნალი სწორად ითვლის საშუალო ქულას. გადაამოწმეთ გულდასმით, დასწრებული და დისტანციური, ორივე მხარე. არ გქონდეთ ზედმეტად შემაჯამებელი ჩანიშნული სადაც არ გიწერიათ შეფასება. ასევე გადაამოწმეთ ის ნიშნები, რაც დაწერილი გაქვთ. ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი განმსაზღვრელი შეფასება სემესტრულ ნიშანზე 24 საათის განმავლობაში ისახება“,-აცხადებენ emis-ში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ყველაფერი, რაც პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისთვის გჭირდებათ - სანამ ხარვეზების გამო ინერვიულებთ, ეს ინსტრუქცია ნახეთ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“