მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეები ონლაინ სწავლებაში ხალისით არიან ჩართულნი. სპეციალური მასწავლებელი ლალი ჯაფარიძე მოსწავლეებს მათ შესაძლებლობებზე და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობს.
ლალი ჯაფარიძე გახლავთ ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ბათუმის N4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ ბიზნესი და სისტემას და კებმბრიჯის განათლების სახლის ბათუმის ფილიალის ტრენერი.
„ახალ სასწავლო წელს ყველა მოუთმენლად ველოდებოდით და დიდი იმედი გვქონდა რომ ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში შევხვდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა...მთავარი ჩვენი მოსწავლეების და თითოეული მოქალაქის სიცოცხლეა, ამიტომ სხვა გზა არ გვქონდა, თან უკვე გაზაფხულზე მიღებული გვქონდა გამოცდილება და შესაბამისად არ გაგვჭირვებია ონლაინ სწავლების რეჯიმში მუშაობა.
„თიმსში“ ჩართულია თითქმის ყველა მოსწავლე. მხოლოდ რამდენიმე მოსწავლესთან, რომლებიც დარჩნენ სოფელში პანდემიის გამო, „მესენჯერით“ მაქვს ურთიერთობა. არაჩვეულებრივია პროექტია ტელესკოლა. იმდენად საინტერესო და სახალისო გაკვეთილებია, მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.
სსსმ და შშმ მოსწავლეებთან ჩვენ ისედაც დამატებით ვმუშაობდით ბაზისური აკადემიური და კოგნიტური უნარების განმტკიცების მიზნით, ვურჩევდით მათ შესაძლებლობებზე და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს, ამიტომ ონლაინ სწავლებაში ისინი დიდი ხალისით არიან ჩართულები.
ყველაზე მეტად ბავშვებს უკუკავშირები მოსწონთ, იმდენად დიდია ინტერესი შეფასებაზე, რომ დავალების შესრულება არა თუ ეზარებათ, პირიქით, უხარიათ, ელოდებიან შეფასებას და ეს არცაა გასაკვირი...წახალისება და მოტივაციის ამაღლება ყველას გვიხარია.
ყველას ვურჩევ, რომ სახლში არსებული ნებისმიერი ნივთი სასწავლო რესურსად ვაქციოთ.(მაკარონი, ბრინჯი, პურის ცომი, ავეჯიც კი)
ბავშვებმა ინტერნეტთან დრო საინტერესოდ რომ გაატარონ და ნაყოფიერიც გამოვიდეს, ვურჩევ და ვთავაზობ სხვადასხვა მხატვრულ, გასართობ თუ ანიმაციურ ფილმებს. ვუგზავნი მათ გახმოვანებულ საინტერესო მოთხრობებს.
ხშირად საგნის გაკვეთილზეც ვესწრები და მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალიდან გამომდინარე, სსსმ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებს მე ვუგზავნი.
ვწერ ვიდეოგაკვეთილებს, რომლებიც ძალიან მოსწონთ.
არ შემიძლია ხაზგასმით არ ავღნიშნო მშობლების როლი ონლაინ სწავლებაში, ჩემი მოსწავლეების მშობლები რომ არა, მარტო მე ვერაფერს გავხდები. აღფრთოვანებული ვარ მათი გვერდში დგომით, რისთვისაც მათ საჯაროდ ვუხდი მადლობას.
ონლაინ სწავლება ეს არის ალტერნატიული გზა და ვფიქრობ რომ იყო ხარვეზები, მაგრამ მაინც მოერგო ყველა და გასულ წელთან შედარებით წელს უფრო უკეთესი ხარისხი გვაქვს, მაგრამ მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა სკოლის გარეშე ალბათ ვერც კი წარმოგვედგინა რამდენიმე თვის უკან, სწორედ ეს სითბო და ეს ურთიერთობაა რაც ყველა მასწავლებელს გვაკლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ისევ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.
თუმცა პანდემიას არ შეუშლია ჩვენთვის ხელი და მარტში სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და გავხდით გამარჯვებულები (გუნდი დაკომპლექტებული იყო შშმ მოსწავლეებით) და სუპერფინალში მონაწილეობის საგზურიც მოვიპოვეთ.
ამ ეტაპზე კი ვრჩებით სახლში, ვიცავთ დისტანციას და ვიღებთ სოციალურ პასუხისმგებლობას.
მადლობა ინკლუზიური სწავლების ეფექტური და ხარისხიანი სწავლების ფეისბუქ გვერდს საინტერესო რესურსების მოწოდებისთვის.
მადლობა განათლების სამინისტროს (პირადად მაია ხაჯიშვილს), რესურსცენტრს, მადლობა ჩემი სკოლის დირექტორებს რომ მუდმივად გვერდში გვიდგას და მასწავლებლებს დროულად გვაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას! პანდემიის მიუხედავად ყველა ხედავს რომ სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება. მე მიხარია რომ სკოლები სადაც მე ვმუშაობ რემონტდება, და დარწმუნებული ვარ მეოთხე საჯარო სკოლის ახალი კორპუსი, რომლის მიშენებაზე პროექტი დამტკიცდა, მალე დაიწყება და მექნება პირველ სართულზე ადაპტირებული, თანამედროვე რესურსოთახი.
იმედი მაქვს 2021 წელს ბევრ წარმატებებს მივაღწევთ.
ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს გისურვებთ ყველას!“,-აღნიშნავს ლალი ჯაფარიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება