სიახლეები
სიახლეები

სოხუმის უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა
10-10-2016
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო. 

ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი უკან მოიტოვებს დევნილის სახელს და ის მეგობრობის ხიდად იქცევა სოხუმსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებსაც მისცა რჩევა თუ როგორ გახდნენ წარმატებულები და მეტად რეალიზებულნი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე წელს 600-მდე პირველკურსელი ისწავლის. უნივერსიტეტისთვის, რომელსაც 3000-მდე სტუდენტი ჰყავს, პრიორიტეტულია ისეთი მნიშვნელოვანი დარგებისა და მიმართულებების განვითარება, როგორიცაა აფხაზოლოგია, ქართველოლოგია, არქეოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების მეცნიერებები. 

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართვა, ბოლონიის პროცესის სწორი გაგება, მისი განხორციელება და რეფორმების თანმიმდევრული გატარება, რაც, თავის მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.

 

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება