მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამთავრობო სუბსიდიის გაცემა იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უკვე დააანონსა და ისიც გარკვევით აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა და 16 წლამდე სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, 6 თვის განმავლობაში, ყოველ თვე მიიღებენ 100 ლარს; ასევე თვეში 100 ლარიანი სუბსიდიით ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 18 წლამდე.
მაგრამ საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი რამდენიმე ან ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს? - პრემიერმა გარკვევით აღნიშნა, რომ ასეთი ოჯახები სწორედ ზემოთ ნახსენები კრიტერიუმებით შეფასდებიან და შესაბამისად, თვეში იმდენ ას ლარს მიიღებენ, რამდენ სოციალურ პაკეტსაც დააკმაყოფილებენ.
აქედან გამომდინარე, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ჰყავს სამი შვილი 16 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირი 18 წლამდე, თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და 65 000-დან 100 000 ქულამდე აქვთ, სუბსიდიას ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით მიიღებენ - 1-წევრიანი ოჯახი იღებს 70 ლარს, 2-წევრიანი ოჯახი 90-ს, 2 წევრზე მეტის შემთხვევაში კი, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა + 35 ლარი.
იხილეთ ასევე:
100-ლარიანი დახმარების 16 წლამდე პირებისთვის გაცემა იწყება - ვის ეკუთვნის სამთავრობო სუბსიდია?
რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ 100 ლარიანი დახმარება ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში მიიღოს - პრემიერის განცხადება
100-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია არ დაგჭირდებათ, თანხა იანვრიდან გაიცემა - რა არის საჭირო 300-ლარიანი კომპენსაციისთვის?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...