მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის N2 საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილები სახელწოდებით - "ვანი - ოქრომრავალი ქვეყანა" ჩატარდა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, თავისუფალი გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა კარგად გაიცნონ საკუთარი რაიონი,
შეისწავლონ ყველა კულტურული და ბუნებრივი ძეგლი და მოახდინონ საკუთარი ქალაქის პოპულარიზაცია:
''გაკვეთილები არასტანდარტულ გარემოში ტარდება, კერძოდ: გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზემსა და ანტიკურ ნაქალაქარზე. თავისუფალი გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები
ნახულობენ სამარხებს, ქმნიან საინფორმაციო ბროშურებს, ბუკლეტებს, კითხულობენ გალაკტიონისა და ტიციანის ლექსებს, არკვევენ ცნობილი ვანელების ვინაობას, სტუმრობენ მათ და წერენ ინტერვიუებს.''
გაკვეთილის მსვლელობისას, ნაქალაქარზე, მოსწავლეები ინგლისელ ტურისტს შეხვდნენ.
მოსწავლეების თქმით, მართალია ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგარამ მერცხალი გაზაფხულის მახარობელია და სწორედ ამიტომ მალე რაიონი მართლაც, ტურისტული ჰაბი გახდება: ''ჩვენ, ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ ამ დიად საქმეში.''
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?