მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. აღნიშნულის შესახებ მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც განათლების რეფორმის მნიშვნელობასთან ერთად, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის სირთულეებზე ისაუბრა.
10 გვერდიან წერილში ივანიშვილმა განათლებას რამდენიმე წინადადება დაუთმო, სადაც აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა“ დაიწყო.
„მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის“, - ნათქვამია წერილში.
როგორც ივანიშვილი წერს, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სიღარიბე, რაც მოსახლეობის ნაწილს შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ართმევს.
„კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები“, - აღნიშნულია წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...