სიახლეები
სიახლეები

შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება სწავლის განახლებას არ ეხება - მეორე სემესტრი 18 იანვარს იწყება
11-01-2021
-
+


საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება თებერვლამდე გადავადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტი არ ამოქმედდება, არ გაიხსნება სავაჭრო ობიექტები და არ მოიხსნება კომენდანტის საათი. 

დღეს გაკეთებულმა განცხადებამ და შეზღუდვების ვადის გახანგრძლივებამ, სასკოლო საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, ყველას აინტერესებს, შეეხება თუ არა ცვლილება სწავლის განახლების თარიღსაც. ბუნდოვანებას კი ისიც ამძაფრებს, რომ წელს შემოღებული უქმე დღეების შესახებ, დღეს დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა. 

ჩვენ უამრავმა მასწავლებელმა და მოსწავლემ მოგვმართა ამ კითხვით, სწორედ მათ საპასუხოდ, გაცნობებთ, რომ სწავლა 18 იანვარს განახლდება. რაც შეეხება ფორმატს, იმ სკოლებში, სადაც საკლასო ოთახებში სწავლობდნენ კვლავ სკოლაში ივლიან, ხოლო იმ სკოლებში, სადაც დისტანციურად სწავლობდნენ, კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლდება მეორე სემესტრი. 

რაც შეეხება, ოფიციალურ ვადებს, განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, დიდ ქალაქებში და სათხილამურო კურორტებზე სწავლა 31 იანვრამდე ონლაინ რეჟიმშია. ამავე დოკუმენტის თანახმად, აჭარაში ეპიდემიურ ვითარებაზეა სკოლების გახსნა დამოკიდებული, ხოლო 9 რეგიონში, წლის ბოლომდეც შეიძლება გაგრძელდეს სწავლა დისტანციურად.

ასევე იხილეთ:

გასცემს თუ არა სკოლების გახსნის ნებართვას მთავრობა - „მაღალი რისკის მატარებელია საგანმანათლებლო დაწესებულებები“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მიერ ჩატარებული აპრობაციის შედეგები ცნობილია

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს

პატარა ბუნების მოყვარულები თავად პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს რესურსების შექმნასა და მიზნობრიობის შესახებ
 

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება