მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მე ვზრუნავ შენზე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სამოქალაქო მოვალეობებისა თუ პასუხისმგებლობების გაცნობიერებას.
VIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ბელა ხეცურიანთან ერთად, პროექტის ფარგლებში აქტიურობა საინტერესო ნაბიჯებით დაიწყეს.
„მე ვზრუნავ შენზე“ - რათა იმედი არ დაკარგო საყვარელო მასწავლებელო“ - ამ მოწოდებით ბავშვებმა სკოლის ამაგდარ პედაგოგებს - ციალა ჯაფარიძესა და მაყვალა უკლებას შობა-ახალი წელი მიულოცეს და მადლიერება გამოხატეს.
„ახალი - 2021 წელი, ახალი იმედებისა და ახალი გამოწვევის დასაწყისია ადამიანებისთვის. ჩვენ კი ახალი იდეებით გიერთდებით და გთავაზობთ ახალი პროექტის „მე ვზრუნავ შენზე“ პირველ ნაბიჯებს. პროექტი სამოქალაქო ცნობიერებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სამოქალაქო მოვალეობებისა თუ პასუხისმგებლობების გაცნობიერებას.
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენზე, თუ როგორ მიმართულებას მივცემთ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორ ჩავრთავთ მათ საზოგადოებისათვის სასარგებლო და საპასუხისმგებლო აქტივობებში, რათა უკეთ გაიაზრონ მოქალაქის უფლება-მოვალეობები. ამ უკანასკნელთა კარგად გაცნობიერება და მიზნის მიღწევა შესაძლებელია როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე არაფორმალურ გარემოშიც.
ჩვენ პროექტის პირველი ნაბიჯებიც სწორედ არაფორმალურ გარემოში გადავდგით და დასაწყისისთვის დასახულ მიზანსაც მივაღწიეთ.
ზრუნვა ჩვენი სკოლის კედლებსა და იქ მოღვაწე პედაგოგებს უკავშირდება. ახალი წლის შემობრძანება და ქრისტეშობის დღესასწაული მივულოცეთ ჩვენი სკოლის ამაგდარ პედაგოგებს, ქალბატონ ციალა ჯაფარიძესა და მაყვალა უკლებას. (გულნარა გოდუაძესთან დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო COVID-19 შექმნილი პრობლემების გამო). ღირსეულ, სამაგალითო, პატივცემულ პედაგოგებს ბავშვებმა ქრისტეშობა მიულოცეს, ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრება უსურვეს და კიდევ ერთხელ ჩაუსახეს იმედი, რომ მათი ნაკვალევი წარუშლელია და რომ მათ არასოდეს დაივიწყებენ აღზრდილები. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მომავალი თაობა ზრუნავს ასაკიან წინაპარზე, რათა მას ცხოვრება გაულამაზოს და გაუხანგრძლივოს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
19 იანვარს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ
რეკომენდაციების გთავალისწინებით არ დაუშვებთ ტიპურ შეცდომებს და შექმნით ენობრივად გამართულ, დახვეწილ დოკუმენტებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება