მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლებში დიფერენცირებული სწავლების შემოღებაზე აქტიურად მიდის საუბარი. დიფერენცირებული სწავლება, პროფილურ და სპეციალიზებულ სწავლებას გულისხმობს. აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ პროფილი, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
რა ეტაპზეა დიფერენცირებული სწავლების მოდელის დამუშავება და როდიდან დაიწყება სკოლებში ამ მეთოდით სწავლება. ამ კითხვებით Etaloni.ge -მ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართა.
„წელს ვმუშაობთ საშუალო საფეხურზე, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებზე. მომავალი წლიდან დავიწყებთ ზედა საფეხურზე მუშაობას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ზედა საფეხურის დამუშავებისას, გაჩნდეს დიფერენცირებული სწავლება. თუმცა მანამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ სპეციალიზებულ სკოლებში დავნერგოთ ეს მოდელი. სწორედ ამ სკოლებიდან დაიწყება დიფერენცირებული სწავლება. მოგეხსენებათ, რომ ასეთი სკოლები გვაქვს (იგივე სახელოვნებო სკოლები, სპორტის სკოლები, ხელობის განმავითარებელი სკოლები), თუმცა არასაკმარისია მათი მხარდაჭერა. მომავალ წლებში ეს მხარდაჭერა სულ უფრო მზარდი იქნება,“ - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ