მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისწყლის საჯარო სკოლის რვა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. ესენი არიან: მაგული შილაძე; შორენა გორგოშაძე; ნათია სუკონნიკოვა; გუგული ევგენიძე; ნარიკო გვიანიძე; მარინა ყულეჯიშვილი; ასმათ თავდგირიძე და ნაზიბროლა იაკობაძე.
სკოლის დირექცია ულოცავს მათ მიღწეულ შედეგს და შემდგომ წარმატებასა და უწყვეტ კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„აჭარისწყლის საჯარო სკოლა არის ის სამუშაო ადგილი, სადაც ზრუნავენ თითოეული თანამშრომლის მოტივაციაზე. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არა მხოლოდ გულმოდგინე შრომას, არამედ მასწავლებლის პროფესიისადმი ერთგულებას და შესაძლელობის ქონას აქვს მნიშვნელობა კარიერული წინსვლისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს სკოლაში არსებული თანამშრომლობითი, მეგობრული და ხელისშემწყობი გარემო გახდა მიღწეული წარმატების საწინდარი. ვფიქრობთ, მასწავლებლების წარმატება ჩვენს სკოლაში არსებულ სასწავლო გარემოს ბევრად პოზიტიურს გახდის, გაზრდის მოტივაციას თანამშრომლებში და ჩამოაყალიბებს კიდევ უფრო ძლიერ სასკოლო გუნდს“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას