მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა საჯარო სკოლებს გაუგზავნეს წერილი, რომელმაც პედაგოგების ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია.
პედაგოგების ინფორმაციით, წერილში იმ მასწავლებლების მონაცემები იყო მითითებული, რომლებსაც ელექტრონული ჟურნალი არ ჰქონდათ შევსებული და მის შევსებას მოითხოვდნენ. აღნიშნულმა წერილმა გაურკვევლობა გამოიწვია იმ დაწყებითების მასწავლებლებში, რომლებსაც ნიშნებს საერთოდ არ უწერენ მოსწავლეებს.
„სკოლებს მოუვიდა წერილი, სადაც მიბმულია იმ მასწავლებლების მონაცემები, რომლებსაც ელექტრონული ჟურნალი არ შეუვსიათ და ითხოვენ სასწრაფოდ შევსებას.
სადაც ნიშნები იწერება იმ კლასებში გასაგებია, რომ მასწავლებლებმა უნდა შეიტანონ ნიშნები, მაგრამ დაწყებითებში, არჩევითებში და სპორტში, სადაც ნიშნები არ იწერება, იქ „არების“ გარდა რა უნდა შეიტანონ მასწავლებლებმა? განმავითარებელი კომენტარის ველი არ მუშაობს“, - კითხულობენ მასწავლებლები, რომელსაც თავის მხრივ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პასუხობს.
როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტავს:
„ის წერილი, რომელიც გადმოგეგზავნათ რესურსცენტრების მიერ არ ეხებათ იმ დაწყებით კლასებს, რომლებიც აწარმოებთ მხოლოდ აღრიცხვას. წერილი ეხება იმ საფეხურებს, სადაც იწერება განმსაზღვრელი შეფასებები“.
იხილეთ ასევე: ელექტრონული ჟურნალის შევსების ვადამ კვლავ გადაიწია - სადამდე აქვს პედაგოგს სემესტრული ნიშნის გამოყვანის დრო?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...