მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში შესაძლოა ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში გაჩნდა. ამავე დროს ნოემბრის შუა რიცხვებამდე ის საკმაოდ ნელი ტემპით ვრცელდებოდა. ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მუტირებული კორონავირუსი „VUI - 202012/01“ ვრცელდება მარტივად, ვიდრე მისი წინამორბედები, ამათან, არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი დაავადების მძიმე მიმდინარეობის შესაძლებლობას ან სიკვდილიანობას ზრდის. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.
ამავე დროს ვირუსთან ბრძოლის ხერხები რჩება იგივე: „დაიბანეთ ხელები, ატარეთ პირბადე, სხვა ადამიანებთან დისტანცია დაიცავით და შეამცირეთ სოციალური კონტაქტები“,- აღნიშნავენ ბრიტანელი სპეციალისტები.
კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებული პირველი შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს, როდესაც ჯანდაცვის ექსპერტები ცდილობდნენ გარკვევას, რატომ არ შემცირდა კენტის საგრაფოში ავადობის სიხშირე მიუხედავად საერთო ნაციონალური შეზღუდვებისა.
„შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ სახეობის შემთხვევებთან დაკავშირებული კლასტერი, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა ლონდონში და ესექსში“,- აღნიშნავენ ექსპერტები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში დასძენენ, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კომპანიების - Pfizer -ისა და BioNTech-ის შექმნილი COVID-19-ის ვაქცინები ახალი შტამისგან არ იცავს. მათი თქმით, ლაბორატორიული კვლევები ამ მიმართულებით დღეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
იხილეთ ასევე: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ახალი შტამისგან?- კომაროვსკიმ ვირუსის ახალი სახეობის შესახებ ისაუბრა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება