მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგების სტატუსების ცვლილებაზე, გამოცდებსა და ანაზღაურების ზრდაზე ბევრი იწერება. მას შემდეგ, რაც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა შემუშავდა, როგორც პედაგოგები, ასევე დირექციის წარმომადგენლები, რომლებიც რომელიმე საგანს ასწავლიან, ცდილობენ, დაწინაურდნენ და სტატუსი აიმაღლონ, მაგრამ აქვთ კი დირექტორსა და დირექციის თანამშრომლებს იგივე დანამატი სტატუსის ამაღლების შემდეგ, რაც მასწავლებლებს? - Etaloni.ge ამ საკითხით დაინტერესდა.
აღმოჩნდა, რომ დირექციის წარმომადგენლებს საგნის სწავლების ანუ საათობრივი დატვირთვის მხრივ შეზღუდვები აქვთ.
კანონში წერია, რომ დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონმდებლობით კი დადგენილია, რომ სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა კი არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს. შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოდის, რომ თუ დირექციის წარმომადგენელს 10 საგაკვეთილო საათზე მეტის აღების უფლება არ აქვს, მას არც პედაგოგის სტატუსის დანამატი ეკუთვნის, რადგან სტატუსის დანამატის მისაღებად საჭიროა მასწავლებელს მინიმუმ 13 საათის დატვირთვა ჰქონდეს თუ ის დაწყებით (I-IV) კლასს ასწავლის, (I-VI კლასებისა), საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის კი სტატუსის მისაღებად მინიმალური დატვირთვა 15 საათი უნდა იყოს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დირექციის წარმომადგენლებისთვის სტატუსის ამაღლება ანაზღაურების ზრდასთან არ ასოცირდება. ისინი პედაგოგიური საქმიანობისთვის, სტატუსის ამაღლების გამო მომატებულ ხელფასს მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც მხოლოდ მასწავლებლის წოდება ექნებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.