სიახლეები
სიახლეები

ზედმეტად ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა სკოლები დაეხურა, სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მამოძრავებელ ძალას - unicef-ის დირექტორი
13-01-2021
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების დახურვის საფასური გამანადგურებელია, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის unicef-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლების დახურვა ნიშნავს, რომ მსოფლიოში მოსწავლეების მესამედს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება.

„სკოლების დახურვის ბავშვებზე ზემოქმედების უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად და იმის მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, რომ სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მამოძრავებელ ძალას, ზედმეტად ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, სკოლები დაეხურა, ზოგიერთმა თითქმის ერთი წლით“, - განაცხადა იუნისეფ-ის ხელმძღვანელმა.

ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა რისკის წინაშეა. მისი თქმით, სკოლების დახურვა უნდა იყოს უკანასკნელი ზომა მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ვარიანტი განხილულია.

ჰენრიეტა ფორეს თქმით, დაზარალდა ბავშვების წერის, კითხვის, საბაზისო მათემატიკური უნარები.

იუნისეფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა. ამასთან, ის საჭიროდ მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული ყურადღება მიექცეს დამატებით გაკვეთილებს, რათა არ ჩამორჩნენ ის ბავშვები, რომლებმაც დისტანციურად სწავლა ვერ შეძლეს.

„ბავშვები სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის წინაშე თუ აღმოჩნდებიან, ამის შედეგებს მომავალი თაობები იგრძნობენ“, - აღნიშნა ჰენრიეტა ფორემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

დირექტორების საყურადღებოდ - სკოლებს მასწავლებელთა რეპორტი მიეწოდათ

მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მიერ ჩატარებული აპრობაციის შედეგები ცნობილია

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს

პატარა ბუნების მოყვარულები თავად პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს რესურსების შექმნასა და მიზნობრიობის შესახებ
 

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება