მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ შეიძლება კვერცხისა და ჯემის გაყიდვამ მილიონი მოგიტანოს? - ამ კითხვაზე პასუხი რთულია, თუმცა 5 ადამიანი, რომელთა შესახებაც გიამბობთ, სწორედ ასე გახდა მილიონერი მანამ, სანამ სკოლას დაამთავრებდა და ატესტატს აიღებდა.
„ჩემი მიზანია, გავხდე ლიდერი ინტერნეტის მსოფლიო ინდუსტრიასა და მობილურ რეკლამაში, არ ვიცი, სად ვიმუშავებ 10 წლის შემდეგ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ არ მივატოვებ Branchr-ს, სანამ მისი კაპიტალი 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს არ მიაღწევს“, - ეს სიტყვები კრისტიან ოუენს ეკუთვნის, რომელმაც პირველი მილიონი 16 წლის ასაკში გამოიმუშავა.
ოუენმა შექმნა საკონსულტაციო ინტერნეტ-პროექტი Branchr, თუმცა ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მარკ ცუკერბერგის მაგალითით შთაგონებულმა სპორტსმენებმა გადაწყვიტეს, გამდიდრებულიყვნენ.
ბრიტანელი მოზარდი კრისტიან ოუენი კომპიუტერს ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში მიუჯდა - იგი შვიდი წლიდან ქმნიდა ვებ-გვერდებს, 14 წლის ასაკში პირველი ბიზნესპროექტი წარადგინა და 700 000 ფუნტიც გადაუხადეს, 16 წლისამ შექმნა VoteBundle, ხოლო მოგვიანებით - Branchr, სარეკლამო საიტი და ორ წელიწადში გამოიმუშავა თავისი პირველი მილიონი.
მეცხრეკლასელ ანდრეი ტერნოვსკის მუდმივად ემუქრებოდნენ სკოლიდან გარიცხვით, რადგან სწავლის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა; ანდრეი კი დღესა და ღამეს ასწორებდა სახლის კომპიუტერთან და 48 საათში შექმნა გაცნობის საიტი, რომელსაც თავიდან 500 მომხმარებელი ჰყავდა, ერთ თვეში კი 50 ათასი.
ფრეიზერ დოერტი 16 წლის იყო, როდესაც სუპერმარკეტების ქსელთან Waitrose, კონტრაქტი გააფორმა და აიღო ვალდებულება, მარკეტები მურაბით მოემარაგებინა, შედეგად კი მისმა შემოსავალმა 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
დოერტიმ შეიმუშავა მურაბის წარმოების მეთოდი შაქრის გარეშე და სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული მისი პროდუქცია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 14 წლის ედინბურგელი ბიჭი კულინარიამ გაიტაცა და თავისი ჯემი დეგუსტაციაზე ახლომდებარე ეკლესიაში მიიტანა. მას შემდეგ იგი ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობდა და ასე ნელ-ნელა გააფართოვა წარმოება. სწორედ მაშინ, დოერტიმ გააკეთა არჩევანი ატესტატსა და წარმატებულ ბიზნესს შორის, თუმცა „გაუნათლებლობას“ მისთვის ხელი არ შეუშლია, მილიონერი გამხდარიყო.
საკმაოდ კომიკურია რაიან როსსის გამდიდრების ისტორია, რომელიც სამი წლის ასაკიდან იწყება, როცა როსსი საოჯახო ფერმიდან კვერცხს ყიდდა და შედეგად პირველი მილიონი 9 წლის ასაკში გამოიმუშავა, როდესაც კვერცხის გაყიდვიდან უძრავი ქონების ინვესტირებით დაინტერესდა. შუალედში კი საწყისი თანხის მოგროვების საინტერესო ისტორიაა - როსსი გაზონების გაკრეჭვის სერვისს სთავაზობდა მოსახლეობას 20 დოლარად, საიდანაც მხოლოდ ხუთი დოლარი რჩებოდა, დანარჩენ თანხას კი უფროს ბიჭებს უხდიდა, რომლებსაც ამ გაზონების საკრეჭად ქირაობდა; მოგვიანებით, ყვავილებისა და მცენარეების მორწყვის „ბიზნესი“ წამოიწყო - უკვე 200 დოლარად. აქედან 100-ს თავად იტოვებდა, 100-ს კი დაქირავებულ მუშა-ხელს უხდიდა. საბოლოოდ, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე გადავიდა და ყიდულობდა ყველაფერს, დანგრეული შენობები დაწყებული ჰოკეის კორტითა და კალათბურთის მოედნით დასრულებული; ყველა მოლაპარაკებას კი როსსის სახელით, მისი მშობლები აწარმოებდნენ. თავად დღემდე ემორჩილება ოქროს წესს - 80-10-10, რომელსაც ასე განმარტავს - „80 პროცენტს ვაბანდებ ბიზნესის განვითარებაში, 10-ს მივმართავ ქველმოქმედებაზე, ხოლო დარჩენილ 10 პროცენტს თავად ვხარჯავ“.
კამერონ ჯონსონმა პირველი 50 000 დოლარი 12 წლის ასაკში გამოიმუშავა სათამაშოების გაყიდვით eBay-ზე. ჯონსონს 9 წლიდან აწუხებდა ბიზნესიდეები - იგი ფოტოშოპში ამუშავებდა მისალოც ბარათებს და შემდეგ რეალიზაციას უკეთებდა, 12 წლისამ გაყიდა საბითუმო ფასად შეძენილი სათამაშოები, 13 წლისამ აამოქმედა ელექტრონული წერილების გაგზავნის გვერდი, ხოლო 15 წლისამ შემქნა პროექტი - Surfingprizes.com.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია